აშშ–ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, რესპუბლიკელი კოლინ პაუელი, CNN–თან ინტერვიუში ამბობს, რომ ის საკუთარ თავს რესპუბლიკელად აღარ მოიაზრებს.
კოლინ პაუელი, მისი გადაწყვეტილების მიზეზად, კაპიტოლიუმზე ტრამპის მხარდამჭერების თავდასხმას ასახელებს.
“მათ [ტრამპის მხარდამჭერებმა] ეს გააკეთეს [კაპიტოლიუმზე თავდასხმა] რის გამოც, მე თავს ვეღარ მოვიაზრებ რესპუბლიკელად. მე უბრალოდ მოქალაქე ვარ, რომელიც ადრე ხმას აძლევდა რესპუბლიკელებს, შემდეგ კი დემოკრატებს. ამჟამად მე ჩემს ქვეყანაზე ვარ ორიენტირებული და არა პარტიებზე” – ამბობს კოლინ პაუელი.
კოლინ პაუელი ერთ–ერთი წარჩინებული რესპუბლიკელი იყო, რომელიც რესპუბლიკური პარტიის წარდგენით სახელმწიფო მდივნად მსახურობდა და ასევე, განიხილებოდა პრეზიდენტობის კანდიდატადაც.