არც ერთი ღირსეული ხალხი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას არ აიტანს, – ამის შესახებ ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა.
“სულ ტყუილია ლაპარაკი, რომ ეს არის პოლიტიკოსების ბრალი, ოპოზიციის ბრალი, მარტო ქართული ოცნება აშავებს. არ არის მართალი, ეს არის ჩვენი ბრალი. არც ერთი ღირსეული ხალხი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას არ აიტანს. ჩვენც არ ავიტანთ და როცა არ ავიტანთ, მაშინ გეტყვით, რომ როგორც იქნა გამოჩნდა, რომ ჩვენც ღირსეული ხალხი ვყოფილვართ“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.