„ვფიქრობ, ასეთი ბინძური კამპანია ჩემს წინააღმდეგ მთავრობას სჭირდება“ – ბუბა კიკაბიძის სახელს თაღლითები იყენებენ

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მომღერალ ბუბა კიკაბიძის სახელს თანხების თაღლითური გზით დაუფლებისთვის იყენებენ. ამის შესახებ მომღერალმა „ტვ პირველთან“ განაცხადა.

“გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს მე მაქვს ბიტკოინები და მაგით ფულს ვშოულობ. ნეტა მასე იყოს. ჯერ იყო და დაწერეს, თითქოს მე გარდავიცვალე, გუშინ სხვა ქვეყნიდან დამირეკეს, როგორ ხარ, წავიკითხეთ, რომ გარდაიცვალეო. ეტყობა, ახლა პროგრამაში ვარ ჩასმული, რა ბიტკოინი. ვფიქრობ, ასეთი ბინძური კამპანია ჩემს წინააღმდეგ მთავრობას სჭირდება“, – განუცხადა ბუბა კიკაბიძემ ,,ტვ პირველს”.

რამდენიმე დღეა, ინტერნეტში მიდის კამპანია, თითქოს ბუბა კიკაბიძე გაურკვეველ ორგანიზაციაში ფულის დაბანდებით გამდიდრდა. ამავე ანაგარიშზე ფულის გადარიცხავს სთხოვენ სხვა მოქალაქეებსაც.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share