უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის წარმომადგენლის, იურ იგნატის თქმით, ოკუპანტებმა უკრაინის საზღვართან 800-მდე საფრენი ტექიკა – სამხედრო თვითმფრინავები და ვერტმფრენები განათავსა.
“უკრაინის გარშემო დაახლოებით 800 თვითმფრინავია კონცენტირებული, რომელიც 40 სამხედრო აეროდრომზე ნაწილდება. მათ შორის ბელარუსის, რუსეთისა და დროებით ოკუპირებული ყირიმის აეროდრომებზე”. – თქვა იგნატმა.
იგნატის თქმით, თვითმფრინავების სავარაუდო რაოდენობა 430-ია, ვერტმფრენების კი 340. უკრაინელი მებრძოლები მუდმივად აკონტროლებენ ბელარუსისა და რუსეთის საჰაერო სივრცეებს, ასევე დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებსა და შავ და აზოვის ზღვებს. საჰაერო ძალების ცნობით, ოკუპანტები თავს ესხმიან უკრაინი მფრინავ რაკეტებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსული ავიაცია დღეში 200-მდე გაფრენას ახორციელებს, უკრაინაში შეჭრის დღიდან კი, დაახლოებით 38 ათასი გაფრენა განხორციელდა.