” ქვეყანა წინ მიდის… თუ არადა, ბენზინი 5 ლარი ღირს და ხალხი როგორ მოძრაობს ქუჩაში” – ვასილ ჩიგოგიძე

”ის ვიცი, რომ ქვეყანა წინ მიდის, ვითარდება და რასაც პრემიერი ლაპარაკობს, სინამდვილეა. ვინ გამოკითხეს, რა გამოკითხეს, რა დაწერეს… ეგეთი კვლევები ბევრი მაქვს ნანახი. ხალხს ახლა უჭირს, რაზეა საუბარი, მაგრამ ყოველი მესამე ასეთ მდგომარეობაში არ არის, რა თქმა უნდა. თუ არადა, ბენზინი 5 ლარი ღირს და ხალხი როგორ მოძრაობს ქუჩაში დააკვირდით და ნახეთ”

ეს განცხადება “ქართული ოცნების” დეპუტატმა ვასილ ჩიგოგიძემ “მეტრონომთან” საუბრისას გააკეთა.

ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, ყოველი მესამე მოქალაქე ამბობს, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში ხშირად ოჯახისთვის საკვების საყიდლად საჭირო ფული არ ჰქონდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share