რა მისია შეასრულა ივანიშვილმა-სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, ივანიშვილი ტრამპის კამპანიას სხვადასხვა ლობისტური ჯგუფის მეშვეობით აფინანსებდა, რის გამოც, არ არის გამორიცხული დღის წესრიგში მისი სანქცირების საკითხიც დადგეს, რომელმაც უკვე იზრუნა და პოლიტიკიდან წასვლის გარდა, საკუთარი ქონების ფორმალური გასხვისებაც დაიწყო.

“ივანიშვილი, შარშან, როდესაც ჩამოვიდა ამერიკის ახალი ელჩი, ერთ ერთი გზავნილი იყო, დაახლოებით იმ პერიოდში როცა მოლდოვას ყოფილ მმართველ ოლგიარქს ამერიკამ გამოუცხადა გზავნილები, იყო, რომ  ის უნდა წავიდეს პოლიტიკიდან, ამიტომ თავისი ვირეშმაკობით ეუბნება ეხლა, რომ მივდივარ პოლიტიკიდან, მაგრამ ქართველ ხალხს ეს ტრიუკი უკვე ჩაუტარა 2013 წელს”, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

მისი თქმით, ყველამ იცის, რომ ტრამპის კამპანიას აფინანსებდა და ახლა დაშინებულია ამ ფაქტის გამო და იცის, რომ მიწა ეძვრის საქართველოში ფეხქვეშ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share