ბიძინა ივანიშვილის მიერ ბერასთვის აშენებული საკონცერტო დარბაზის შენახვა საქართველოს მოქალაქეებს 4 მილიონ ლარზე მეტი უჯდებათ. საუბარია, Black Sea Arena-ზე, რომლის ხელმძღვანელებად რეპერმა მისი მეგობრები დატოვა.
საერთაშორისო აუდიტორული დასკვნით დასტურდება, რომ მხოლოდ ხელმძღვანელ პირებს ხელფასის სახით 251 000 ლარი ერიცხებათ.
თემით დაინტერესებულ “შაბათის ეთერის” გადამღებ ჯგუფს Black Sea Arena დირექტორი, ტატო ხარჩილავა ოფისში არ დახვდა. ადგილზე არ იყო არც მისი მოადგილე, ამირან ამიკო ჯანელიძე, ბერას მეჯვარე და მარჯვენა ხელი.
აუდიტორული შემოწმება Black Sea Arena-ზე 2022 წლის 14 ივნისს დასრულდა. დოკუმენტში წერია, რომ ბერას საკონცერტო დარბაზმა, 4 მილიონ 469 ათასი ლარის შემოსავალი მიიღო. აქედან 97% ხალხმა გადაიხადა.
აუდიტორული დასკვნით დგინდება, რომ შემოწმების დროს მაკონტროლებლებმა ვერ იპოვეს მტკიცებულებები, რომ სრულყოფილი დოკუმენტი მოემზადებინათ.
ირკვევა, ისიც რომ ერთი წლის განმავლობაში Black Sea Arena-მ მუსიკოსთა პარკში უფასო კონცერტები ჩაატარა და ამაში ხალხის ფული დაახლობით 205 ათასი ლარი დაიხარჯა.
სად წავიდა მოსახლეობის ჯიბიდან გამოყოფილი 4 მილიონ 469 ათასი ლარი? – ირკვევა, რომ 2 მილიონ 400 ათასი ხელფასებში დახარჯეს, 600 000 კომუნალურ გადასახადებში. 8 32 000 ლარი “სხვა ხარჯებს” მოხმარდა.
შაბათის ეთერის ინფორმაციით, თბილისიდან შეკვეთილში სამუშაოდ გაგზავნილი ბერას მეგობრებისთვის ბინებსაც კი ხალხის ფულით ქირაობენ.
Black Sea Arena-ში იყო დასაქმებული ბიძინა ივანიშვილის ძმის, ადიკო ივანიშვილის რძალიც.
თანამშრომლები ჰყვებიან, რომ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ თითქმის 4 ნახევარ მილიონს ბერა ივანიშვილის მეჯვარე ამირან ამიკო ჯანელიძე განკარგავს.
ტვ პირველი