”ჩვენ ვაპირებთ, უკრაინას ვუსურვოთ გამარჯვება და გვერდით ვუდგავართ ყველანაირად, იმაზე მეტად, ვიდრე საქართველოს და ჩვენნაირ პირობებში მყოფ ქვეყანას შეუძლია. ეს ომი დასრულდება და მოვა მომენტი, როდესაც ბევრი დაფიქრდება, შეძლებს თუ არა, თვალებში ჩახედოს ქართველ ხალხს იმ გამონათქვამების, თუ პოზიციების გამო, რომელიც ზოგიერთს ჰქონდა” –
განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საზმაუს ეთერში. პაპუაშვილმა ამით წამყვანის შეკითხვას უპასუხა: “რამდენად აღიქვამს საქართველოს ხელისუფლება არახამიას, არესტოვიჩის და დანილოვის განცხადებებს ოფიციალური კიევის პოზიციად”.