დაიწყო რაგბის 2022-2023 წლის I ლიგის სეზონი, რომელშიც რა თქმა უნდა მონაწილეობას იღებს ოზურგეთის სარაგბო კლუბი “არწივები”, რომელმაც გასულ სეზონში პირველი ადგილი დრამატულად წარმართულ მატჩში მცირედი უიღბლობის გამო ვერ მოიპოვა.
ახალ სეზონს ოზურგეთლები მეტი ძალისხმევით და რაც მთავარია, გაძლიერებული შემადგენლობით ხვდებიან – “არწივებმა” კლუბში შარშანდელი სეზონიდან მოთამაშე სამხრეთ აფრიკელ ჯაბულანი მკულვანის, მისი სამი თანამემამულე შემატეს: EP Elephants-ში მოთამაშე დევიან სვანეპოელი, Boland Cavaliers-ის მარვინ ფრედერიკსი, Valkes-ის წევრი ლუნდი რალალრალა. სამთავე გუნდი სამხრეთ აფრიკის Currye Cup 1st-ში ასპარეზობს. ამათ გარდა, გუნდს ფიჯელებიც შეემატნენ – ფიჯის უმაღლესი დივიზიონის კლუბ Nadi-ს, რომელიც მოქმედი ჩემპიონიცაა, ორი მოთამაშე: ჯოლამე ლავევოუ და ილისონი გალალა.
შედეგად, ახალ სეზონში “არწივები” ექვსი ლეგიონერით იასპარეზებენ.
დღეს, 18 სექტემბერს, პირველი ლიგის I ტურის მატჩში კი, რომელიც რუსთავში ჩატარდა და რომელშიც “არწივები” პატარძეულის “ვეფხვებს” დაუპირისპირდნენ, “არწივების” გამარჯვებით 22- 15 დასრულდა.
სიცხისა და ხელოვნური საფარის სიმხურვალის გამო (შეხვედრა 15:00-ზე დაინიშნა) მატჩი საკმაოდ “მძიმედ” წარიმართა, თუმცა “არწივების” სამმა ლეგიონერმა და გიორგი ბეჟანიძემ გუნდისთვის გამარჯვების ქულების მოტანა მაინც შეძლეს, რითაც “არწივებმა” სეზონი გამარჯვებით დაიწყეს.