”მე ვპროგნოზირებ უახლოეს დღეებში ლუგანსკის ოლქში ჩვენების მძლავრ შეტევას და რამდენიმე ათასი რუსი ჯარისკაცის ტყვედ აყვანას. ზოგადად, ორი კვირის განმავლობაში ჩვენ დავიბრუნებთ ლისიჩანსკს და დიდი ალბათობით სევეროდონეცკს. სექტემბრის ბოლოს ჩვენ ვიქნებით ხერსონის მისადგომებთან.ამავე დროს, რუსეთის შიგნით ხდება უმნიშვნელოვანესი ძვრა. მოსკოვისა და პეტერბურგის მუნიციპალურ საბჭოებს შეუერთდა 65 მუნიციპალური დეპუტატი პუტინის დაუყოვნებლივი გადადგომის მოთხოვნაში. ის, რომ ოფიციალურმა პირებმა ეს დიქტატურის პირობებში გაბედეს, სრულიად უპრეცედენტოა რუსეთის ისტორიაში. აშკარაა, პოლიტიკურ ელიტაში გაჩნდა სერიოზული ბზარი, რასაც აუცილებლად მოჰყვება სერიოზული ცვლილებები.”
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ წერილს აქვეყნებს და რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ საკუთარ პროგნოზზე წერს.