ალა პუგაჩოვა რუსეთის იუსტიციის სამინისტროს მიმართავს, მაქსიმ გალკინის მსგავსად, უცხოელი აგენტების სიაში ისიც შეიყვანოს

რუსმა მომღერალმა ალა პუგაჩოვამ “ინსტაგრამის” საკუთარ ანგარიშზე გამოაქვეყნა “მესიჯი”, სადაც ქვეყნის იუსტიციის სამინისტროს მიმართავს, მისი მეუღლის, მაქსიმ გალკინის გვერდით, უცხოური აგენტის სიაში შეიყვანოს.

როგორც მედია წერს, პუგაჩოვამ აღნიშნული განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც რაც გალკინი – კომიკოსი, რომელიც არაერთხელ გამოდიოდა უკრაინასთან ომის წინააღმდეგ, რუსეთის მიერ პოლიტიკური საქმიანობისთვის უცხოელ აგენტად დასახელდა.

რუსეთის იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ მისი საგარეო დაფინანსების წყარო უკრაინიდანაა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share