ივანისვილის პოლიტიკიდან წასვლას ვერ ვხედავთ, მისი გავლენები გაზრდილია – ლინკევიჩუსი

”მქონდა შესაძლებლობა ბიძინა ივანიშვილს რამდენჯერმე შევხვედროდი. ის რაციონალური ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. არ ვიცი როგორ ოპერირებს ის პოლიტიკაში, რა კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს, მაგრამ მინდა მჯეროდეს რომ მას საქართველოსთვის კარგი უნდა. მე ასე ვფიქრობ და ჩემი აზრით მან უნდა გააცნობიეროს რომ აქ მარტო მის პირად საქმეზე არ არის საუბარი. ეს საქართველოს ეხება. როდესაც მან საჯაროდ განაცხადა, რომ პოლიტიკიდან მიდის ეს რეალურადაც უნდა გაკეთდეს. ახლა როდესაც გარშემო ვიყურებით, ჩვენ ამას ვერ ვხედავთ. მისი გავლენები აშკარაა და გაზრდილია. ამის დამამტკიცებელ საბუთებს ვერ მოგაწვდით, მაგრამ ვგრძნობ რომ ეს კვლავ არსებობს და ეს არ უნდა ხდებოდეს. და ასე არ უნდა გაგრძელდეს”

განაცხადა ლიეტუვის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share