ცისკარიშვილი, ნაყოფია, გოგიჩაშვილი – ახალი გვარები თვალთვალის საქმეში

აღმოჩენილია ოპოზიციის ლიდერების თვალთვალის ახალი ფაილები. პეტრე ცისკარიშვილი, ნიკა მელია და ლევან გოგიჩაშვილი, ეს იმ სამი ლიდერის ვინაობაა, ვისი  უკანონო მოსმენისა და მიყურადების მტკიცებულებებს “ტვ პირველი” ასაჯაროებს.

ხელისუფლება კი, სისტემური დანაშაულის ფოტო, ვიდეო და აუდიო მტკიცებულებებს უბრალოდ არ იმჩნევს.

პოლიტიკურ  ოპონენტებზე უკანონო თვალთვალის ახალ ფაილებში არის ფოტო მასალა და ტექსტური შეტყობინებები. სუს-ში დაწერილი ოპერატიული ცნობებით დგინდება რომ საიდუმლო სამსახურს განსაკუთრებულ კონტროლზე ჰყავდა აყვანილი ოცნებიდან წასულები, მათ შორის ლევან გოგიჩაიშვილი და მარიამ ჯაში.

უსმენდნენ და შეხვედრების დროს ფარულად უთვალთვალებდნენ, არა მხოლოდ მათ, არამედ რიგით მოქალაქეებსაც, ვისაც ოცნებიდან წასულებთან კომუნიკაცია ჰქონდა.

სუსი აკონტროლებს იმ ავიარეისების მგზავრების სიასაც, რომელიც თბილისის აეროპორტში ეშვება, თუ ბორტზე ოპოზიციის ლიდერები არიან, მაშინ აეროპორტში ფარული მიყურადებისთვის სპეციალური ჯგუფი მიდის.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share