ლანჩხუთის მაჟორიტარ ნინო წილოსანის შვილი ლონდონის სამეფო კოლეჯში სასწავლებლად წავიდა.
ამის შესახებ ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს და აეროპორტში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
“ასე დაიწყო მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი, როდესაც უნდა ისწავლოს ცხოვრება და არა მხოლოდ საგნები. თან მწყდება გული, მარტო მიდის და თან მიხარია, სულ სხვა შეგრძნება ექნება, როდესაც თვითონ გაიკვლევს ყველაფერს. King’s College London ელოდება, რომ შესაძლებლობების რეალიზების საშუალება მისცეს. წარმატებები, ჩემო ბიჭო!” – წერს პარლამენტარი.