რით გემუქრებათ დაზიანებული საძილე არტერია და როგორ შეიძლება სიცოცხლის გადარჩენა და გახანგრძლივება-ექიმი მარინა ტოტოჩავა

რით გემუქრებათ დაზიანებული საძილე არტერია და როგორ შეიძლება სიცოცხლის გადარჩენა და გახანგრძლივება.
რა არის თრომბოემბოლიით სიკვდილის და ინსულტის რეალური პროფილაქტიკა.
როგორ უნდა გამოიცნოთ და შეაჩეროთ ——სისხლძარღვების , ვენების და არტერიების ათეროსკლეროზი, რომლის ფონი დღეს, თითქმის ,ყველა დაავადებას ახლავს.
კაცის პოტენციის დაქვეითების მთავარი მიზეზი უკვე გამოკვეთილია.
ნორმული ნ აღვლის წვენი——–ადამიანის მთავარი მაცოცხლებელია. ფუნქციადაკარგული ნაღველი——–ადამიანის , ერთი მთავარი მკვლელია.
ძირითადად ვისაუბრებ საძილე არტერიებზე. ინსტიქტურად , სკოლის ასაკის ბავშვმაც კი იცის, რომ საძილე არტერიის, თუნდაც , გარედან შეხება და მითუმეტეს, მცირე ტექნიკური დაზიანება ძალიან სახიფათოა. ინსულტი არასოდეს არ იქნება , თუ საძილე არტერია ათეროსკლეროზულად გადაგვარებული არ არის. ტვინის სიცოცხლისთვის და ფუნქციონირებისთვის, საძილე არტერიის ჯანსაღ ფორმაში არსებობა, მარტივად შეიძლება შევადაროთ, ი მ ერთადერთ მაგისტრალს, რომელიც იზოლირებულ დასახლებამდე, საკვებით სავსე მანაქანებს ატარებს. თუ ეს გზა ჩაიხერგება, იქ მცხოვრებ ადამიანებს შიმშილით გამოფიტვა და დაავადებები ელით. რაც უფრო ფართოა და გაწმენდილი ეს მაგისტრალი, მით უფრო ჯანმრთელი და გამოკვებილი იქნება იზოლირებულად მცხოვრები მოსახლეობა. ამ შემთხვევაში, ტვინის სისხლძარღვები, ნერვული ქსოვილები და ნეირონები.
გარეთა საძილე არტერია იტოტება , საერთო საძილე არტერიისგან. ჩაუდგება წინ , შიგნითა საძილე არტერიას და მიდი ს ზევით. ერთ მონაკვეთზე კისრის გვერდით, ის იმდენად ახლოსაა გარემოსთან, რომ ხელით შეიგრძნობ მის პულსაციას. თუ ეს პულსაცია ბევრჯერ გინახია და შეგიდარებია, მითუმეტეს, ფიზიოლოგიური დეტალების ცოდნის გათვალისწინებით, ადამიანის სასიკვდილო რისკები მაშინვე შეიძლება განსაზღვრო. ვაგრძელებ გარეთა საძილე არტერიის ტოპანატომიის უმოკლეს დახასიათებას. შემდეგ მას გადაფარებული აქვს კანქვეშა კუნთი . უფრო ზედა მონაკვეთში , მას ვიზუალურად, ორმუცელა კუნთი ეფარება. შემდეგ ის, უფრო ზევით, ქვედაყბის უკანა ფოსოში ლოკალიზდება. შემდეგ ადის ყბაყურა ჯირკვლის მიდამოში. მსოფლიო მედიცინის სტანდარტით , ყველა , ყბაყურადაგატანილ ბავშვს, მთელი ცხოვრება პანკრეასის და მისი დაზიანებით გამოწვეული დაავადებების პრობლემა აქვს. განსაკუთრებით ,არტერიების და სისხლძარღვების დაზიანების , პრობლემა აქვს. ასევე ნაადრევად, ჭარბი ქოლესტერინი . შესაბამისად, ეს გარკვეულწილად უკავშირდება, საძილე არტერიის, ყბაყურა ჯირკვლის მიდამოში ლოკალიზებას და ყბაყურას დროს ამ არტერიის გარკვეულ დაზიანებას. ქვედა ყბის მიდამოდან დიფერენცირდება ზედა ყბის არტერია და საფეთქლის ზედაპირული არტერია. გარეთა საძილე არტერიას ურთულესი ტოპანატომია აქვს. მას 100 მდე არტერიული ქვეტოტი გამოეყოფა ,რომელთა სრული განხილვა ძალიან შორს წამიყვანდა. ძალიან საინტერესოა, მაგრამ, ტექსტი არ დაიტევს . მხოლოდ, რამდენიმეს განვიხილავ ძალიან შემოკლებით. თითოეული არტერიის ქვეტოტის ანატომიურ—— ფიზიოლოგური დაზიანება, უდიდეს და გადამწყვეტ როლს ასრულებს სხვადასხვა დაავადების მიმდინარეობაში. ხოლო თრომბული მექანიზმის საშიში დაავადებების დროს, არტერიის ან მისი ტოტის დაზიანებაზეა მთლიანად დამოკიდებული ადამიანის სიცოცხლე. მაგალითად, სახის ნერვის პარეზი არ დაგემართება, თუ შესაბამისი არტერიის შესაბამის, ანატომიურად დაზიანებულ ქვეტოტში მიკროთრომბი არ ზის. თრომბი კი იქ იმიტომ ზის, რომ ამ ტოტის ანატომიაც დაზიანებულია და ბიოქიმიური რეაქციები იმ კვადრატში განსაკუთრებულად მოშლილია. სიცოცხლის რეალური შეზღუდვა იწყება ,არტერიების და სისხლძარღვების ბიოქიმიური და ფიზოლოგიური რღვევიდან. სისხლძარღვების და არტერიების კედლების შრეების ბიოქიმიური და ფიზიოლოგიური მექანიზმების გათვალისწინებით, თუ არ იმართა დაავადებები, ადამიანი არასოდეს არ მორჩება . მათი უჯრედების ამინომჟავური ,ნატურალური გრაფიკა უნდა აღდგეს. ჰაიდლაინში მითითებული ან მწვავე მდგომარეობაში სტაციონარულად გამოყენებული ქიმიური მედიკამენტები, მხოლოდ მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურებიან და სიცოცხლის გახანგრძლივებაზე ვერ მუშაობენ.
საძილე არტერიის ეს ტოტები ფიზიოლოგიური მოედანია, სადაც მათი ათეროსკლეროზულად დაზიანების შემთხვევაში, წინასწარ თამაშდება ინსულტის მთელი ბიოქიმია . სახის ნერვის პარეზი რა არის, თუ არა ინსულტის წინასწარი მიკროინსცენირება. რათქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი და მიზანმიმართული მკურნალობა არ ჩატარდება.
ავიღოთ საძილე არტერიის ერთი ტოტი——–ზედა ფარისებრი არტერიის ტოტი . ერთ-ერთი, რასაც ის სისხლით და შესაბამისად- ჟანგბადით და მინერალური ნივთიერებებით კვებავს , არის ტვინის და ზოგადად ,მთელი ორგანიზმის ლორწოვანი გარსები. როგორც ხშირად ვიმეორებ, საერთოდ, იმუნური კომპლექსები და იმუნიტეტის საბოლოო მომწიფება ლორწოვან გარსებში მიმდინარეობს. ეს შტრიხიც მიგვანიშებს იმაზე, რომ ფარისებრი ჯირკვალი , მარტივად შეიძლება შევადაროთ საწყობის მომარაგებელს. ფარისებრი ჯირკვალი ადამიანის სიცოცხლის მომმარაგებელია. მისი ამოკვეთის შემდეგ, დიდი ბრძოლა და ძალისხმვეაა საჭირო, იმუნიტეტის მცირედ ნორმალიზაციისთვის მაინც. იქ სადაც ფარისებრის პრობლემაა, დაუშვებელია ცოდნის შეზღუდულობა მკურნალობის გადაწყვეტის დროს და აქცენტის გადატანა, მხოლოდ იოდის პრეპარატებზე. რადგან, ამ დროს მთელი ორგანიზმის დაზიანება მიმდინარეობს. ავიღოთ ,მაგალითად, კიდევ—–საძილე არტერიის ,კერძოდ, სახის არტერიის ბოლო ტოტი. ანუ კუთხის არტერიის ტოტი. ის გადის ცხვირთან და ცხვირში შედის მისი ბევრი ქვეტოტი. კუთხის არტერია მიდის თვალამდე, სადაც გადაეკვეთება ცხვირის დორსალურ არტერიას. რომელიც თავისთავად , თვალის არტერიის ერტი ტოტია. ქრონიკული რინიტი, თანამედროვე მსოფლიო მედიცინაში, ურთულესი იმუნოლოგიური დაავადებაა. ის ტრამპლინია სიცოცხლისათვის ყველა საშიში იმუნოლოგიური ძვრების. როგორი მკურნალობაა ხშირად ჩვენთან ქრ რინიტზე?———ანტიბიოტიკი, აეროზოლი, წვეთები. ამ დროს ორგანიზმში მახინჯი იმუნოლოგიური ძვრებია და ბიოქიმიური რეაქციები განსაკუთრებული მოშლით გამოიხატებიან. ამ დროს, ჟანგვითი რაქციები, ისევე როგორც ,განსაკუთრებით, შაკიკის და კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს, სრულიად გადასული არიან ფიზიოლოგიური რელსებიდან. ჭკვიანი არაექიმიც კი წარმოიდგენს, ქრონიკული რინიტის დროს, ცხვირის დორსალური არტერიის კედელში ანატომიურად და ფუნქციურად რა დაზიანებებია . მთავარი ფონი ქრონიკული რინიტის დროს პანკრეასის კისტური ფიბროზია, საიდანაც წამოსული, მოშლილი და მუტანტური ფერმენტები, ლორწოს გასქელებაში ბაზისურად მონაწილობენ. რის ფონზე ცხვირი ეჭედება. ცხვირის გაჭედვის კონკრეტული მომენტის ბოლო აკორდია მჟავა —-ტუტოვანი რეაქციების ა ციდოზისკენ გადახრა ანუ სიმჟავისკენ . საერთოდ, ნებისმიერ დაავადებულ ადამიანში, მჟავა— ტუტოვანი დიაგრამა არამყარია დღის განმავლობაში. მიღებული საკვების და სტრესის გათვალისწინებით ,მისი სხვადასხვა მხარეს მცირე გადახრა ხშირად ხდება. ხოლო , ძლიერი გადახრა ანუ მძიმე აციდოზი ან ალკალოზი , დაავადებების მწვავედ დამძიმების პერიოდში გამოკვეთება.
ხშირად ვამბობ ,თრომბის მექანიზმების განხილვის დროს, ჯერ სისხლძარღვის , ვენის და არტერიის კედელის გადაგვარება მიმდინარეობს და თრომბი უკიდურესად აგრესიული ხდება. ყველაფერი ერთად ზიანდება ბიოქიმიაც და ანატომიაც. მაგრამ , დააავადებების სიმძიმეების გამოხატულება , ანატომიის ნგრევით იწყება. მაპროვოცირებელი ვითარების ფონზე, თრომბი ,მობილურ აგრესიულ ემბოლად, დაზიანებული სისხლძარღვის და არტერიის კედლის დიდი ხელშეწყობით გადაიქცევა.
ასევე კიდევ ავიღებ ,მაგალითად , გარეთა საძილე არტერიის შუბლის ტოტს. ის საფეთქლის ზედა არტერიის ერთ-ერთი ბოლო ტოტია და კვებავს შუბლის კანს. შუბლის მიდამოს ტატუირებამ ან მოუვლელმა ჭრილობამ ან გაუწოველმა, თუნდაც, ბავშვობაში მიღებულმა მცირე დაჟეჟილობამ, შეიძლება დროთა განმავლობაში, საძილე არტერიის მთლიანი ღერძის დაზიანება გამოიწვიოს. რისი შედეგი ბევრი ნევროლოგიური დაავადებაა, ინსულტის ჩათვლით. კიდევ განვიხილავ, მაგალითად, საძილე არტერიის ტოტს———-სოლისებრი —სასის არტერიას. ის იტოტება ცხვირის უკანა და მკერდის არტერიებად. ისინი დიდი ზომის ტოტებია. ისინი კვებავენ —–ცხვირის შუა და ქვემო ნიჟარების ლორწოვან გარსს დ ა ცხვირის ღრუს კედლებს. ხოლო , ცხვირის ძგიდის უკანა არტერიის ტოტი ,სისხლით კვებავს—-ცხვირის ძგიდის ლორწოვან გარსს. იმუნოლოგ -ალერგოლოგი როცა ალერგიულ ქრონიკულ რინიტს მკურნალობს, მხოლოდ, ხელოვნური იმუნოლოგიური კომპლექსებით ადამიანის გარობოტებაზე არ უნდა ესწრაფოდეს. ასე რინიტი, თუ მსუბუქი ფორმაა შემთხვევით, მხოლოდ, სხვა გარემოებების გამო მორჩება. ისე კი ამ გზით ბოლომდე არასოდეს მორჩება. ამ მეთოდს თანდათან უფრო იწუნებს ევროპული მედიცინა. ადამიანი ბუნების ნატეხია. მის ჯანმრთელობას , მხოლოდ, ნატურალური საკვები და ნატურალური მედიკამენტები აღადგენენ. ქიმიური მედიკამენტებით მკურნალობას , მხოლოდ მწვავე მდგომარეობიდან გამოყავს ადამიანები. მწვავე მდგომარეობიდან გამოყვანა ადამიანის მორჩენა არ არის. სრული გაჯანსაღება მაშინ ხდება, როცა ამინომჟავების გრაფიკული ფორმულები თავის პირვანდელ ს ახეს უბრუნდებიან. ეს ფორმულები ი—– ვიტამინების, მინერალების, მიკროელემენტების, მჟავეების და სხვა ბუნებრივი ნივთიერებების ბალანსია. შემადგენელი რეაქციების ნატურალური ბიოქიმია თუ არ აღდგება ,ადამიანი დიდხანს ვერ იცოცხლებს. ადამიანის მორჩენისთვის და დიდხანს სიცოცხლისათვის—- არტერიების, ვენების და სისხლძარღვების, ანატომიურ- ფიზილოგიურ სტატუსში შემადგენელი ბიოქიმიური რეაქციები, სწორ კალაპოტს უნდა დაუბრუნდნენ. საძილე და გულის არტერიის კედელი ———– მხოლოდ ასე გადრეკადდება, აღარ შევიწროვდება, ქოლესტერინის ნადებს აღარ მიიკრვას, თრომბებს აღარ ჩაისახლებს ანუ ათეროსკლეროზულად აღარ გადაგვარდება და ინსულტის და ინფარქტის შანსი არ ექნება.
ასევე კიდევ განვიხილავ , მაგალითად, გარე საძილე არტერიის სხვა ტოტს, კერძოდ , კბილბუდეთა ქვემო არტერიას . ეს ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი სისხლძარღვია, რომელიც ქვედა ყბის ხვრელსა და ქვედა ყბის არხში მთლიანად ბატონობს მიმდინარე ფიზიოლოგიაზე და ბიოქიმიაზე . ეს —–კბილბუდეთა ქვემო არტერია და მისი ურიცხვი ტოტები , ანატომიურად მოედინებიან სახეზე და სისხლით კვებავენ ტუჩის ქვემო და ტუჩის ზემო არტერიებს. კბილის ამოღებისას, ანესთეზიის დროს , ამიტომ ხდება ყველაზე მეტად და სწრაფად ტუჩების მგრძნობელობის დაკარგვა. სახის ნერვის პარეზების, ინსულტების, უამრავი ნევროლოგიური დაავადებების პროვოცირებაში , ერთ დიდ მიზეზად ,უხშირესად—–არაპროფესიონალურად დაპლომბილი კბილია. ასევე , არასწორად გაკეთებული პროთეზირება . ასთმური ბრონქიტების პროვოცირებაში ხშირია ამ ტოტის სპაზმი. უფრო სწორად , ბევრ შემთხვევაში, ასთმური ბრონქიტი რეალურად არ არის, მსგავსი ჩივილებია ასთმური მექანიზმის გარეშე. რეალურად, მხოლოდ ამ არტერიის ტოტის სპაზმია . ადამიანის კუჭი კი ტყუილად ივსება ასთმის საწინააღმდეგო პრეპარატებით.
არის შემთხვევები, როცა დაპლომბილი კბილი ჩირქდება და ამოსაღები ხდება . არცერთი პროფილის ექიმს მედიცინის ისტორიაში , იმდენი ფიზიკური ზარალი არ მიუყენებია ადამიანებისთვის, როგორც არაპროფესიონალ სტომატოლოგებს. პროფესიონალი სტომატოლოგები განსაკუთრებთ დასაფასებელია. სტომატოლოგის მოღვაწეობა თავის ქალას ტერიტორიაზე მიმდინარეობს. არაპროფესიონალი სტომატოლოგის ზიანის შედეგები, ღიად არ ჩანს . ერთი არაპროფესიონალი სტომატოლოგის შეცდომა, თავის ტვინის და ნერვული სისტემის უჯრედებს ბევრად უფრო მეტად ანადგურებს, ვიდრე მძიმე წონის რკინის ნივთით თავის ქალას დაზიანება.
არტერიები, ურიცხვი ქვეარტერიული და სისხლძარღვოვანი ტოტების ანასტომოზებით აა შეკრულები და მუდამ ერთმანეთთან კონტაქტში არიან . ექიმი თუ ცოდნის მხრივ ერთ სისტემაში ჩაიკეტება, ის ამ სისტემასაც ვერ უმკურნალებს სრულფასოვნად. რადგან, ადამიანი ერთი მთლიანი სისტემაა, სადაც ყველაფერი ერთმანეთზეა დამოკიდებული.
ავიღებ კიდევ მომდევნო მაგალითს——-შუა მენინგეალურ არტერიას. ის კვებავს ბევრ მიდამოს თავის ქალაში. განსაკუთრებით, სამწვერა ნერვის კვანძს . ასევე, შუა მენინგეალური არტერიის ერთი ტოტი კვებავს———–სასმენ ლულას, დაფის ღრუს და უერთდება ყურის უკანა არტერიის ტოტს. სტატისტიკურად და კვლევებით, ასევე დიდი , გამოცდილი პრაქტიკით, სამწვერა ნერვის ქრონიკული ანთების დროს, მენინგიტის მიმღებლობის შანსი მაღალია. ხოლო, ქრონიკული ოტიტი, რომ მენინგიტის ბაზაა და ძალიან ხშირად ფიქსირდება მენინგიტი, ბოლომდე მოურჩენელი ოტიტის ფონზე, ეს ბევრისთვის ცნობი ლია.
რასაც ხშირად ვამბობ, გავიმეორებ—-ვერცერთი ბაქტერია, მიკრობი ,პარაზიტი , სოკო თუ ვირუსი ვერ განიმტკიცებს პოზიციებს დაავადებების სახელით , თუ მას არტერიის და სისხლძარღვის დრეკადი და ფიზიოლოგიურად სრულფასოვანი კედელები დაუხვდება. მიკრობები და ვირუსები, ასევე პარაზიტები, ძლიერდებიან და მრავლდებიან, მხოლოდ , დაზიანებულ და სუსტ არეებში. თრომბის მოჭიდება თუ პარაზიტის ან ბაქტერიის და ვირუსის გამრავლება, მხოლოდ დაზიანებული სისხლძარღვის და არტერიის ფონზე ხდება. რომლებშიც მოშლილია ფიზიოლოგიური და ბიოქიმიური რეაქციები. მენინგიტის გამომწვევის ლოკალიზება, ბევრ ადამიანში მომხდარა, მაგრამ როცა ფიზიოლოგიურად დრეკადი სისხლძარღვის კედელი დაუხვდა ,პროცესი ვერ განვითარდა. ვირუსის პირველ დღეებში, კუნთების და მყესების რეფლექსების გასინჯვისას , რამდენჯერ დაგვისვია ექიმებს თავისთვის კითხვა———–ამ დღეებში აქ შეიძლება რაღაც განვითარდეს? მაგრამ , უფრო მტკიცე სისხლძარღვების კედლის შემთხვევებში——გადალახულა.
სიცოცხლის დასაცავად მინდა ბევრი დეტალი გაგაცნოთ. მაგრამ, ანატომიას და ფიზიოლოგია ს მილიონი დეტალი აქვს . საძილე არტერიის ყველა ტოტის განვრცობა შორს წამიყვანდა. ამით ხაზს ვუსვამ იმას, რომ ზედაპირული მკურნალობები დამზიანებელია.
საძილეს, ასევე ჰქვია კაროტიდული არტერია. საძილე არტერიის ათეროსკლეროზის შედეგად , თრომბოზის ფონზე , ხდება გულის რეალური არამეტაბოლური, თრომბოზული გულის წასვლაც და ტიშიც . ტიშზე ადრე ვისაუბრე . ტიში არის ტრანზიტორული იშემიური შეტევა. ადამიანი წაიქცევა, გონებას დაკარგავს, მაგრამ , ექიმის დახმარების გარეშე, თავისით გამოდის მდგომარეობიდან. თუ ტიშის შემდეგ შესაბამისი ადექვატური, მაღალპროფესიული მკურნალობა არ დაურჩა თავის ტვინის სისხლძარღვებს, მალე რაღაც დროში , ყველა შემთხვევაში ან ინსულტი განვითარდება ან თანდათანობითი პარალიზება. ტიში და თრომბოზული გულის წასვლა, თითქმის, იგივეა მექანიზმით. აუცილებლად უნდა განსხვავედეს გულის წასვლის ტიპები. ანუ გულის წასვლის მიზეზი, ფსიქოემოციონალურ-მეტაბოლურია თუ ——- თავის ტვინის ათეროსკლეროზული სისხლძარღვების ფონზე განვითრებული მიკროთრომბის შედეგია. არცერთ ასაკში, განსაკუთრებით , სკოლის ასაკში ნუ დატოვებთ გულის წასვლას, მხოლოდ წვეთების და ნიშადურის იმედზე. გულისწასვლის დროს, ნებისმიერ ასაკში, სასიცოცხლოა დადგინდეს——არის თუ არა მიზეზი ,მხოლოდ ,მეტაბოლიზმის მოშლა, თუ თრომბული ეტიოლოგიაა წამყვანი მიზეზი. რადგან , თრომბული ეტიოლოგიით გულის წასვლა, შეიძლება მალე ინსულტით ან ანევრიზმით ან უეცარი სიკვდილით დამთავრდეს . ეს არის კარდინალურად სასიცოცხლო მომენტი. ტიში და თრომბოზული გულის წასვლა ერთ მწკვრივში არიან, ოღონდ იმით განსხვავდებიან, რომ ტიში გარეგნულად უფრო ხმაურიანია. ადამიანი ითიშება ,მოწყვეტით ეცემა და ირგვლივ ყურადღებას იქცევს. ტიში, მალე აუცილებლად დამთავრდება ან ინსულტით ან ადამიანი თანდათან პარალიზებას იწყებს. ამ რამდენიმე ხნის წინ , ტიშის გახმაურებული, ცნობილი შემთხვევა ამ ქვეყანაში ყველამ ნახა. თრომბოზული გულისწასვლა იმიტომ არის შემპარავი და თითქოს არაფერი, რომ გარეგნულად ჩვეულებრიც მეტაბოლურ, სუსტ, გულისწასვლას წააგავს, მაგრამ,სტატისტიკურად უეცარი სიკდილის მაქსიმალური რისკია.
მსოფლიო მედიცინამ ღიად გამოიტანა დასკვნა———–საძილე არტერიების ანატომიური და ბიოქიმიური სიჯანსაღის პოტენციალი, ზუსტად გვაძლევს წარმოდგენას, რომელი მექანიზმის და რა სიძლიერის ინსულტი დაემართება ადამიანს. ინსულტის მთავარი მაპროვოცირებელია———-არტერიის სტენოზი, შევიწროება, სპაზმი; ათეროსკლეროზიულდ გადაგვარებული კედელი ,მეტაბოლური მოშლის გამო; არტერიის კედელში დარღვეული ბიოქიმიური რეაქციები . ინსულტზე, დეტალურად, შესაბამის სტატიაში ადრე ვისაუბრე. უეცარ სიკვდილს და მძიმე შეტევებს იწვევენ, ა თეროსკლეროზულად გადაგვარებულ საძილე არტერიებში, ასევე გულის მკვებავ მსხვილ არტერიებში , თრომბებისგან შექმნილი აგრესიული ემბოლები. თრომბული ემბოლა თუ პატარაა, შეიძლება, მხოლოდ მხედველობის მცირე დაბინდვა ან თავის პერიოდული , მცირე ტკივილი გამოიწვიოს. რაზეც დიდი ყურადღების გამახვილება გმართებთ. რადგან , შემავალი ნივთიერებების მომატებული წებვადობის უნარის გამო, თრომბებს ერთმანეთთან შეწებების და ზომაში გადიდების უნარი გაძლიერებული აქვთ. საძილე არტერიის დიდ ემბოლას შეუძლია , მთლიანად დაახშოს ტვინი დ ა მძიმე ინ სულტი გ ამოიწვიოს.
შაკიკი, თავბრუხვევა, ტინიტუსი , თავის მცირე ტკივილები , მხედველობის მცირე დაკლება, წნევა, სიარულის ან მეტყველების მყარი მანერის დაქვეითება——–ამათგან ერთი მაინც თუ გაქვთ ,აუცილებლად გჭირდებათ საძილე არტერიების კომპიუტერული ანგიოგრაფია. ძალიან შეფარდებითი მცნებაა——-ასაკობრივი დაქვეითება მხედველობის. ბევრი ადამიანი ვიცი, სათვალეს ასაკში არ იყენებს. ნებისმიერ ასაკში მხედველობის დაქვეითება, თავის ტვინის არტერიების და სისხლძარღვების პრობლემაა. ნუ დაეყრდნობით მკურნალობის კერენსკისდროინდელ ვარიანტებს, რომლებიც სამწუხაროდ კიდევ შემორჩენილია და მთავარ სათავო მიზეზებს არ ითვალისწინებს. მცირე თრომზე საჭიროა თერაპიული მკურნალობის თანამედროვე დონე . ხოლო უფრო დიდი ზომის შემთხვევებში , აუცილებელია ქირურგიული სანაცია არტერიის, რომ ინსულტის შანსი მინიმუმადე დავიდეს. ქირურგიული ჩარევა და სტენტირებაც , რომ მოხდეს ,თერაპიულად, პარალელურად, ბიოქიმიური რეაქციების აღდგენა და ფიზიოლოგიის გამოსწორება , მაინც მკვეთრად აუცილებელია. არ არის საკმარისი და საშიშია , მხოლოდ გამათხიერებლების მიღება. ქირურგიული ჩარევით დროებით ისპობა საშიშროება . მაგრამ მიზეზი არ ქრება, რაც კიდევ განმეორდება უწყვეტად. ფიზიოლოგიური რეაქციები თერაპიულად უნდა დალაგდეს. რასაც დიდი დრო სჭირდება . ტექნიკური დახმარება თუ საჭიროა და არ მოხდა, საძილე არტერიის სანათური დაეცობა . მსხვილი ემბოლები თუ არ არის, ბიოქიმიური რეაქციების თანდათანობით აღდგენა ყოველთვის იძლევა შედეგს. ქირურგიული ჩარევა მხოლოდ, მსხვილი ემბოლების და ათეროსკლეროზული ფოლაქების სიჭარბის დროს უნდა . საძილე არტერიების ათეროსკლეროზის მკურნალობა და სისხლის ნორმული მიკროცირკულაციის აღდგენისთვის მცდელობები, ეს არის სიცოცხლისათვის რეალური ბრძოლა. საძილე არტერიები და გულის მსხვილი მკვებავი სისხლძარღვები უნდა შეიმოწმოთ. თუ მატერიალური შესაძლებლობა სულ არ არის, ნაცნობი გამოცდილი ექიმი ამ მდგომარების სიმძიმეს ჩივილებით და პულსაცითაც შეაფასებს. თვალის ფსკერის მიმოხილვითი დათვალიერება , საძილე არტერიების დარღვეულ პანორამას მთლიანად ავლენს.
ათეროსკლეროზული ნალექები არტერიის კედლებზე, ნევროლოგიურ სიმპტომებს, ხშირად, მკვეთრად არ გამოხატავენ. ნაცნობებს უკვირთ ამ მოფუნქციონირე ადამიანს არაფერი არ ს ჭირდა და რატომ გარდაიცვალაო. მაგრამ, რეალურად , ათეროსკლეროზული ნალექები ყოველთვის გამოიხატებიან რაღაც სინდრომებით. რომლებიც მაღალი დონის მსოფლიო მედიცინის მიხედვით , არტერიების დაზიანების არეალშია და მათი ზემოქმედებით, მუდმივად ხდება არტერიების დანაგვიანება. ეს სინდრომებია, მაგალითად——ქოლესტერინის სიჭარბე, ნაღვლის ბუშტის ქრონიკული ანთებები ,ღვიძლის დაზიანება და სხვა . სტანდარტულად , ძველი მედიცინიდან შაბლონურად ცნობილია, რომ გულის მკვებავი არტერიების დაზიანება ინფარქტის წყაროა. ხოლო, თავის ტვინის არტერიების კი —-ინსულტის. მაგრამ , დღეს ეს მარტო ასე არ არის. გულის კონკრეტული სარქვლების დაზიანება ინსულტის დაჩქარების წყაროა. მაგალთად ,თუ მოციმციმე არითმია არასრულყოფილად ნამკურნალებია, შედეგად, სტატისტიკურად , უფრო მეტად, ინსულტი მიიღება ვიდრე ინფარქტი . ასევე, გული ს მიტრალური სარქვლის პრობლემა ,ინსულტის განვითარების წყაროა. სტატისტიკურად, შაკიკის მიზეზი ძალიან დიდ პროცენტში ან გულის პერსისტული ოვალური ხვრელის დაუხურავობაა ან მიტრალური სარქვლის, თუნდაც მცირე დეფექტი. თანმხლები დიდი პრობლემა ის არის, რომ საერთოდ, ყველაზე მეტი ორგანული ნივთიერება ——შაკიკის, ეგზემის ,ფსორიაზის , კუჭ-ნაწლავის, ვიტილიგოს და არითმიის დროს არის დაცემული. თუმცა არ არსებობს დაავადება, რომლის დროს მინიმუმ , 30 მდე ნივთიერება არ იყოს დაცემული. სამწუხარო და საგანგაშო ის არის , რაზეც ხშირად მკაფიოდ მივუთითებ———– საუკეთესო რადიოლოგიური დასკვნების კლასიკური თერაპიული გაანალიზება ხან არ ხდება. თანდაყოლილი ან ბიოქიმური მოშლის შედეგად მიღებული, მცირე ანატომიური გადახრა, შეიძლება სიკვდილის წყარო აღმოჩნდეს.
ტვინის არტერიების ათეროსკლეროზი გამოიხატება , მის შიგა კედლებზე ათეროსკლეროზული ფოლაქებით , რომლებიც არტერიებს ავიწროებენ. შედეგად სისხლის და შესაბამისად, ჟანგბადის სრული მიწოდება ვერ ხდება. რაც მეტადაა არტერიის სპაზმი გამოხატული, მით ახლოსაა ინსულტი.
საძილე არტერიები პრობლემური გაქვთ თუ ამ ჩამონათვალიდან რომელიმე აღგენიშნება—————-მაღალი ან დაბალი წნევის ეპიზოდები; თავბრუხვევები, გონების თუნდაც წამიერი და ბოლომდე კარგვის, თუნდაც, ერთი შემთხვევა; მგრძნობელობის , თუნდაც, პერიოდული და მცირე დაქვეითება კიდურებში ან რომელიმე თითში ; წონასწორობის , თუნდაც ეპიზოდური და მცირე დარღვევა; ანამნეზში სახის ნერვის პარეზი ; თავის ქალაში, პერიოდული, უსიამოვნიო შეგრძნება ;ხან სიტყვების დავიწყება , ხან სიტყვის შეცდომით წარმოთქმა; ტინიტუსი-ყურებში ხმაური; შავი წერტილების ან კაშკაშა სხივების , პერიოდულად თვალის წინ გარბენა; ა დვილად აგზნებადობა, ემოციის მატება; პერიოდული სისუსტე. თუ კინოფილმებზე და სერიალებზე , იმაზე მეტ ცრემლებს აფრქვევთ, ვიდრე უფრო ადრე, ეს საყურადღებო სიმპტომია.
ისევ დავუბრუნდები გულის წასვლის ტიპების დიფერენცირებას, რადგან ეს კრიტიკული მომენტია სიცოცხლის დაცვის დროს. ამის ცოდნა ადამიანის სიცოცხლეს რეალურად იხსნის. თუ გულის წასვლის ეპიზოდი იყო, გონების, ბოლომდე, თუნდაც წამიერი დაკარგვით ,ამას თრომბული მექანიზმი აქვს და ამ დროს საძილე არტერიების ათეროსკლეროზის ფონია. ამ დროს აუცილებელია გაიკეთოთ—ექოსკოპია, დუპლექსსკანირება და კატე . აუცილებელი და სასიცოცხლოა მკვეთრად განვასხვავოდ ———–გონების მეტაბოლური კარგვა და თრომბული მექანიზმის, ვიზუალურად, თითქმის, იგივე გამოხატულების პრეცენდენტი. მეტაბოლური გულის წასვლის დროს სრული გათიშვა არ არის და მხოლოდ წამიერი ბუნდოვნებაა. დააკვირდით—— მეტაბოლურ გულის წასვლას———— გონების დაბინდვა ახლავს და არ ახლავს თუნდაც, წამიერი, გონების სულ დაკარგვა. ამას არაექიმები და დამწყები ექიმებიც ვერ ანსხვავებენ. ანუ თუ გულის წასვლას ,თუნდაც წამიერი, გონების ბოლომდე დაკარგვა ახლავს და არა მხოლოდ გაბუნდოვნება, ეს ნამდვილად არ არის მეტაბოლური გულის წასვლა და თავის ტვინში ემბოლები და თრომბებია საძიებელი ძალიან სწრაფად. თუ არ გამოიძიებთ———ეს ცუდად შეიძლება დამთავრდეს. ბევრი მაგალითია ამის . იმ წამების შეჯამებაში, უნდა მკვეთრად განსხვავდეს ერთმანეთისგან———— სრული გათიშვა და გაბუნდოვნება . ეს სასიცოცხლოა. თუ სრული გათიშვა იყო, ადამიანი შეიძლება მალე დაიღუპოს შესაბამისი დახმარების გარეშე. თუნდაც ,ის იყოს ძალიან ახალგაზრდა და თუნდაც ,ჩივილების მრავალფეროვნებით არ გამოირჩეოდეს. სამი შემთხვევა იყო ჩემს ცხოვრებაში. არცერთი არ იყო ჩემი პაციენტი , მხოლოდ შეკითხვა დამისვეს. როცა დავაკონკრეტებინე და დავადგინე ,რომ ბუნდოვნება არ იყო და სრული გათიშვა იყო , სამივეზე შემაწუხებელი განგაში გამოვაცხადე .სამივე ოჯახი შევაწუხე—— რეკვით , გაფრთხილებით და ხალხის მიგზავნით. მოსალოდნელ შედეგებს მაქსიმალურად ვამუქებდი. ერთ შემთხვევაში ექიმი შემეკითხა, ორში– პაციენტის ოჯახის წევრი. მეორე დღიდან აქტიური და შრომისუნარიანი იყვნენ და ამიტომ არ მიაქციეს ყურადღება. ამ დეტალზეც ვუმტკიცებდი, რომ არაფერს არ ნიშნავდა, მეორე დღიდან შრომისუნარიან სტატუსში დაბრუნება. ორი, ამათგან ახალგაზრდა იყო , ერთი საშუალო ასაკის. პრინციპში ერთმა დამიჯერა და კატე გადაუღია. მაგრამ, რადიოლოგის კარგი დასკვნის სწორი გაანალიზება ვერ მომხდარა . უთქვამთ არაფერია ამ სურათზე საშიშიო. სამივე გარდაიცვალა, 6 თვის მასშტაბში. ვინც კატე გადაიღო , ის სამ კვირაში. ამიტომ ვცდილობ ასე , რომ გასწავლოთ სიცოცხლის გზები ამ კრიტიკული სიტუაციის დროს.
ჰემორაგიული ინსულტი ინვალიდობით ან ცუდი შედეგით მთავრდება მაქსიმალურ პროცენტში. იშემიური ინსულტის მსუბუქი ფორმა, ზოგ ადამიანს ისე აქვს გადატანილი , არც კი იცის. ის———უფრო მოდუნებულად საუბრობს; რაღაცეები ავიწყდება ; ხან სიტყვები ეშლება; ლაპარაკის ტემბრი არამკაფიოა, თითქმის, მიძინებული.
ამ თემას ბევრი შტრიხი აქვს. მაგრამ, მთავარი მომენტები უნდა იცოდეთ, თავი რომ დაიცვათ .ა მ მომენტებს, ასე არავინ არ გაგიშიფრავთ. ერთი სიტყვაც არ მითქვამს მედიცინის სფეროში ცხოვრებაში, თუ ის მსოფლიო თანამედროვე მედიცინის სტანდარტი არ არის და თან საკუთარ პრაქტიკაში დანამტკიცები არ მაქვს. როგორც ახალშობილის ძვალს და მოტეხილობის პროფილაქტიკას, ისე უნდა გავუფრთხილდეთ თითოეული ადამიანის სიცოცხლეს ნებისმიერ ასაკში .110-ის ან 20 წლის ადამიანი ჩემთვის ზუსტად ერთნაირად სადარდო და საპასუხისმგებლოა. ღმერთისგან ბოძებული სიცოცხლის, ბოლო ზღვარი არავის დაუწესებია. ხანდაზმულის განსაკუთრებული მომსახურეობის შეზღუდვა, მხოლოდ მდაბიო აღზრდის ადამიანს შეუძლია .
სიცოცხლის ხარისხი და ხანგრძლივობა, პირდაპირპროპორციულია ,ტვინის საძილე და გულის მკვებავი არტერიების ანატომიურ-ბიოქიმიურ მდგომარეობასთნ . ტინიტუსს ———ბევრი მიზეზი აქვს , მაგრამ ყველა ადამიანში, რომლებიც ამ დაავადებით ავადობენ , ერთი დიდი მსგავსებაა———-ეს არის ათეროსკლეროზულად გადაგვარებული საძილე და გულის მკვებავი , მსხვილი არტერიები. არტერიების ამ მდგომარეობის ფონზე , ტვინში ყოველ დღე ათასობით ნეირონი იღუპება. ადამიანის სიცოცხლის გასაღებია , დარღვეული ბიოქიმური და ფიზოლოგიური რეაქციების აღდგენის დაწყება. ამ ფონზე ნეირონები აღდგენას იწყებენ და რღვევა შენელდება. ანგიოქირურგმა უნდა განსაზღვროს სტენტირების აუცილებლობა. აუცილებელია ჭარბი ქოლესტერინის არა სტატინებით მიმალვა, არამედ მოშლილი ფიზიოლოგიური რეაქციების დარეგულირება. ჰომოცისტეინის და სხვა, არტერიებზე ტოქსიკურად ზემომქმედი ნივთიერებების ——-მძიმე მეტალების, თავისუფალი რადიკალების განეიტრალება. სწორედ ესენი არიან არტერიების და სისხლძარღვების კედლების მთავარი დამზიანებლები. განსაკუთრებით, თავისუფალი რადიკალები და მძიმე მეტალები. პირველი , რასაც ვაკეთებ პაციენტის მდგომარეობის გაანალიზების დროს დანიშნულების გამოყვანამდე , მისი ანალიზების და ჩივილების მიხედვით—– დავადგენ და ჩამოვწერ ამ ადამიანზე კონკრეტულად რომელი მძიმე მეტალი და რომელი თავისუფალი რადიკალი ზემოქმედებს. ყველას თავისი გამანეიტრალებელი ანტიდოტი ჰყავს, რომელიც ეფექტურად მუშაობს ბიოქიმიის გამოსწორების ფონზე.
არტერიებში თრომბი ან ათეროსკლეროზული ფოლაქი ნიშნავს, ორგანიზმის სასიცოცხლო ფორმულის——–მწყობრი ბიოქიმიური რეაქციების სრულ გაუკუღმართებას და თანდათან კვდომას. არტერიების კრიზისს, რომელიც საშიშ გართულებებამდე მიდის , შეაჩერებს მხოლოდ, ფიზიოლოგიური და ბიოქიმიური რეაქციების თანდათან დარეგულირება. ზოგადად, ათეროსკლეროზი ნიშნავს——-არტერიების კედლების კალცინირებას , გასქელებას , შევიწროებას და სისხლის მიმოქცევის მოშლას. თუ წინა ეპოქაში არტერიები და სისხლძარღვები, 50 წლიდან შედიოდა რისკის ჯგუფში, ახლა ეს 30 წლიდან ითვლება. უფრო მეტიც, ძალიან ბევრი, ეს დიაგნოზი, იწერება სკოლის ასაკში . ყველა ჭარბწონიანი ბავშვი ამ რისკშია. ასევე , სხვა დაავადებებით დაავადებულები. თანამედროვე მედიცინაში სისხლძარღვების და არტერიების ათეროსკლეროზი ს დიაგნოზი ხან ახალშობილებშიც იწერება. ქოლესტერინის სიჭარბე , დღეს მოსწავლეებშიც ხშირია. ევროპული სტანდარტით, 35წელი განსაკუთრებულ რისკად დასახელდა, რადგან ფიზიკური პასიურობა, თანამედროვე ეპოქაში წესად ჩამოყალიბდა.
ჭარბი ქოლეტერინი სისხლძარღვების და არტერიების შიგა გარსებზე გროვდება. ი ს შედგება ——- დარღვეული ბიოქიმიური რეაქციებიდან გამოშლაკული ნივთიერებებისგან, ცხიმისგან, კალციუმისგან, შეწებებული ერითროციტებისგან და თრომბიციტებისგან . ამ მასების გამსხვილების შედეგად მიიღება ათეროსკლეროზული ფოლაქები. აქედან მოწყვეტილი თრომბული ემბოლა ,თუ გულისკენ გაემართება და დაეცობა —–ინფარქტია. თუ ტვინისკენ——-ინსულტია.
თუ სიარულის შემდეგ ფეხის წვივები აგტკივდება , ხოლო შესვენების შემდეგ ტკივილი გაქრება———-ეს ნიშნავს, რომ ქვედა კიდურების არტერიების ათეროსკლეროზი გაქვთ. ათეროსკლეროზის კვლევა ,უპირველესად ,სისხლის ბიოქიმიური ანალიზით იწყება . რადგან ,სისხლძარღვების და არტერიების ათეროსკლეროზი არის, ბიოქიმიური რეაქციების მოშლის შედეგი. განსაკუთრებული სიფრთხილე და მობილიზება გმართებთ ამ შემთხევვაში, როგორც ხშირად გაფრთხილებთ, თუ——–მშობელს——— ან ინსულტი ან ინფარქტი ან ანევრიზმა ან ქოლესტერინის სიჭარბის გახანგრძლივება ან ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის დაავადება ან პ ანკრეასის ან დიაბეტი აქვს. უნდა იჩქაროთ მკურნალობა, თუ ცხოვრების არასპორტული წესი ან დიაბეტი ან სიმსუქნე გაქვთ. რაც უფრო ვიწროვდება ქვემო კიდურების გადაგვარებული არტერია, იმატებს ჩივილები———ფეხის გაციება და მისი კანის დასკდომა.
თუ მუცლის მეზენტერიალური არტერიის ათეროსკლეროზია , ადამიანს აქვს, კუჭის უცებ აშლის ეპიზოდები . ბუნებრივია, ეს სეროტონინის სინდრომის სიმპტომია. მაგრამ, არ უნდა მოაქციოთ მხოლოდ ამ ჩარჩოში. რადგან ,სეროტონინის სინდრომი, ჯანსაღი ღვიძლის და ჯანმრთელი არტერიების დროს არავის არ ემართება. კვების შემდეგ ჭიპის ტკივილი , ყოველთვის გასტრიტს ბრალდება. მაგრამ ,თუ მუცლის ხსენებული არტერიის ათეროსკლეროზია, კვების შემდებ ხან ჭიპის ირგვლივ ტკივილი მისი დამახასიათებელიცაა.
არტერიების ასეთი დაზიანების დროს, ყველა დაავადების , მითუმეტეს ————–დიაბეტის, ჰომოცისტეინის სიჭარბის, ქოლესტერინის მატების , შაკიკის , ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის, ფარისებრის პრობლემების , კუჭ-ნაწლავის დაავადებების მართვა ბიოქიმიურ რეაქციებზე დაკვირვებით —– სასიცოცხლოა . უპირველესად კი, თავისუფალი რადიკალების, მძიმე მეტალების და სხვა ტოქსინების განეიტრალება უნდა დავიწყოთ. მათი ორგანიზმში არსებობა საშუალებას არ მოგვცემს ბალანსების დამყარების. არტერიების ათეროსკლეროზის გამოხატულებაა პერიფერიულ არტერიებში, მაგალითად ფეხის კუნთში მტკივნეული კრუჩხვა. რასაც თქვენ ძარღვის გასკვნას ეძახით. საბოლოოდ დადგენილია—————- კაცებში პროსტატიტის გართულების, პროსტატის კიბოს, ერექციის და ლიბიდოს შემცირების მთავარი მიზეზია , საზარდულის არტერიის ათეროსკლეროზი . რომელიც ზოგადად, ტოტალური ანუ ყველა ტიპის ათეროსკლეროზის ფონზე მიდის.
არტერიების ათეროსკლეროზის პერიფერიული გამოხატულებაა , ფეხის ფრჩხილების ფორმის შეცვლა და დეფორმაცია. ფეხებზე ბეწვების ცვენის დაწყება . ფეხის ან პერიოდული ხელის დაბუჟება . დიაბეტის დროს პერიფერიული არტერიები უკიდურესად დაზიანებულია. დიაბეტის თემაში ფეხის ტერფზე ვრცლად ვისაუბრე. ფეხის ტერფის დათვალიერებით, გამოცდილმა ექიმმა უკვე იცის, რა სიმძიმის დიაბეტია. ათეროსკლეროზულ არტერიებს მოუვლელი და უმკურნალო დაბეტის დროს —— პერიფერიული არტერიები , სისხლძარღვები და ნერვული წნული განგრენამდე მიყავს. დიაბეტის მკურნალობა არ არის მარტო შაქრის დამწევი წამლები. ისინი დროებითი საშუალებებია. დიაბეტის დროს სამიზნეზე უნდა გვყავდეს———–პანკრეასი, ჰიპოფიზი, თირკმელზედა ჯირკვალი და ნერვული უჯრედები. უპირველესად კი სისხლძარღვების და არტერიების ათეროსკლეროზი.
დარღვეული ფსიქიკიდან, შეშინებული ცნობიერებიდან, წლების განმავლობაში ფსიქიკაში დალექილი განცდებისგან და მიღებული სტრესებისგან, პანკრეასიდან ,ჰიპოფიზიდან , არტერიული და ამინომჟავური ნგრევიდან იწყება—————– დიაბეტის დამართების შტურმი.
სიარულის მანერა თუ მცირედ შეგეცვალათ; ძალიან დაბალქუსლიანი ,თითქმის , უძირო ფეხსაცმელით კიბეზე თავისუფლად ასვლა თუ გაგიჭირდათ ;ყოველ დილით თავის ქალაში, მცირე , მაგრამ უსიამოვნო დისკომფორტი გაქვთ, რომელსაც ყავის დოპინგი ანეიტრალებს; სიტყვები ხან თუ გეშლებათ, თავბრუხვევა გამოჩნდა; ტინიტუსი გაწუხებთ, აუცილებლად მიხედეთ საძილე არტერიებს. ასევე არ გაატაროთ———— დაბნეულობა და მოუხერხებლობა თუ შემოგეძალათ; დაბუჟება, ცალ თვალში მეტი სინათლის დეფიციტი; თავში პერიოდულად , თუნდაც ერთ წერტილში მოჭერის შეგრძნება.
დაზიანებული ნაღვლის ბუშტი ნიშნავს , საძილე არტერიების პერმანენტულ განადგურებას. შესაბამისი ნივთიერებების სრული შემცველობისა და რითმული დინამიკის ნაღველი გარანტია იმის , რომ ტოქსიკური ნივთიერებები გარეთ მუდმივ რეჟიმში გამოძევდნენ და არ დაილექონ არტერიებზე . როგორც სულ ვიმეორებ——–კოსმოსიდან სასიცოცხლო ენერგიის მიმღები ღვიძლი და სანაღვლეა. ნაღველია სიცოცხლის ორგანიზატორიც და დაავადებების დამართების შემომქმედი და მაუწყებელიც. ოღონდ, გააჩნია რა მდგომარეობაშია ის. თუ ნაღვლის ბუშტი არ გაქვთ, ყველა ამ ფუნქციებს ღვიძლი იღებს თავის თავზე. ჯანმრთელი ნაღვლის ბუშტი ორგანიზმის მუდმივი მწმენდავია. შენელებული და ნორმაზე მეტად გამოლექილი ნაღველი კი გზაა დაავადებებისკენ. ექოზე, ხშირად რეაქცია არ არის ნაღვლის ჭარბ ნალექზე. ბევრს ეს უმნიშვნელოდ მიაჩნია. ეს უდიდესი სიგნალი ა. ეს პარალიზებული ნაღველია. სწორედ ის , რომელიც თრომბების შექმნაში ფიზიოლოგიური ინიციატორია. გაფუჭებული, ჭარბად გამოლექილი ნაღველი , მუდმივად მიემართება გულის მკვებავი და ასევე, ტვინის საძილე არტერიებისკენ და მათ საბოლოო დახშობა ში უდიდეს , მთავარ როლს ასრულებს. ხშირად ვამბობ —— ბუნებაში არ არსებულა ინსულტიანი და სხვა ტიპის თრომბული პრობლემებით ადამიანი, ნაღვლის ბუშტის დაზიანება რომ არ ჰქონოდ ა ფონად. ყველაფერი, რაც საძილე და სხვა არტერიების კედლებს აჯანსაღებს , ყველა ის ფერმენტი და ნივთიერება ღვიძლში წარმოიქმნება და სანაღვლეს გზას გაივლის. რადიოლოგიური მონაცემების არასრულფასოვანი შეფასება ადამიანებს აზიანებს . ნაღვლის ნალექის სიჭარბე რომ ექოზე გამოიკვეთება, ექიმმა დიდი სამზადისი უნდა დაიწყოს არტერიების გადასარჩენად. ჯანსაღი შემადგენლობის და რითმული დინამიკის ნაღველი ადამიანის სიცოცხლის მთ ავარი გარანტი და დაავადებების ამცილებელია . მხოლოდ ამ შემთხევვაში აქვს მას ორგანიზმნის წმენდის უნარი. ხოლო დაზიანებული, ფუნქციაშელახული , პარალიზებული ნაღვლის გამოლექილი მასა , ადამიანების პირდაპირი მკვლელია. დაზიანებული ნაღვლის ნალექის ელემენტები, მთავარი შემადგენელია თრომბული მასების. ნაღველი რომ თავის დინამიკას დროში ჩამორჩება, ის უკვე თანდათან ჩირქად იქცევა. როგორც ხშირად ვამბობ, ბოლომდე გაჩერებული გული ამუშავებულა. მაგრამ, ბოლომდე გაჩერებული ნაღველი სიკვდილის ფაქტის დასტატუსებაა. როცა ექიმს შეუძლია მარტივი ჩივილით ბევრი რამ გამოიცნოს, ექოზე უადგილოდ გამოლექილმა ჭარბმა ნაღველმა, როგორ არ უნდა დაგაფიქროს. ხშირად ისმის კითხვა———-რით გავიწმინდო ორგანიზმი? ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს თუ არ უმკურნალებ, ა სევე ორგნიზმზე ზემოქმედ , მავნე ფაქტორებს თუ არ გაანეიტრალებ, ყველა გაწმენდა დროებითი იქნება. ამ ეპოქის ერთი დიდი უბედურება ის არის, რომ დღეს ნებისმიერი არასაჭირო და არამიზანმიმართული წამლის დალევასაც მკურნალობა დაერქვა.
ფილტვს კიბოს დროს , როცა ფონურად ძალიან დაზიანებული ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი ქიმიას ვერ უძლებს და ორგანიზმს აპოპტოზის უნარი არა აქვს, ადამიანის უეცარი სიკვდილის მიზეზი არის——– ღვიძლიდან წამოსული სწრაფი ემბოლას გაჭედვა ,ათეროსკლეროზულ საძილე არტერიაში. ეს სიკვდილი საკმაო ხანს არ იქნებოდა, საძილე არტერია ათეროსკლეროზული რომ არ ყოფილიყო, მოშლილი ღვიძლისა და სანაღვლე გზების გამო.
თავის პერიოდული ტკივილის დროს საძილე არტერიების სტენოზია. დროში, უმკურნალოდ, ეს შევიწროება უფრო ძლიერდება და ჩივილები და დაავადებები მოიმატებს. ხოლო, შაკიკი და ტინიტუსი დიდი სიგნალებია, რომ საძილე და სხვა არტერიებიც დეგრადირებულია და ტვინი თანდათან კვდომას იწყებს. კოჭთან შეშუპებებში, დიდი მონაწილეობა აქვს, ყველა არტერიის ათეროსკლეროზს და საძილე არტერიების დაზიანებას.
წნევას რა მდენიმე მიზეზი აქვს , მაგრამ, საძილე არტერიის სანაციის გარეშე ის არ დარეგულირდება. ინსულტს ყველაზე მეტად საძილე არტერიების გაჯანსაღებით შეაჩერებ. საძილე არტერიის დალაქავება , არის პირდაპირი ხიდი ინსულტზე. დახშულ და ხალხმრავა ლ დარბაზში სუნთქვა გიჭირთ და თავი აგტკივდათ? სიცხეს ვერ იტანთ? სამზარეულოში ორთქლის მატებაზე თავში დისკომფორტია?——–საძილე არტერიები დალექილი და შევიწროებულია და ამ ფონზე ტვინის სისხლით და ჟანგბადით მომარაგება შემცირებულია . ა შკარად რომ შემცირდა ჟანგბადი , ტვინმა უკვე მკაფიოდ იყვირა. ვთვლი, რომ ყველაზე მეტ სიკეთეს ,რასაც ოჯახს ვუკეთებ, ეს არის დილით ადრე ადგომა და ფანჯრების გაღება. ამ საკითხზე ბევრჯერ მისაუბრია. იცოდეთ ეს სასიცოცხლოა—— მუდამ ეძიეთ სუფთა ჟანგბადი. ნუ გაჩერდებით გაუნიავებელ ოთახში. ქრონიკულ ვითარებებში ეს დროებითი სასიცოცხლო წინსვლაა.
საძილე და საერთოდ, სისხლძარღვების და არტერიების ათეროსკლეროზი , ყველაზე შემპარავი და ქურდი მკვლელია ადამიანის. ადამიანი ხან, თითქმის , უჩივილებოდ დადის და თან სიკვდილს დაატარებს . პირველადი ჯანდაცვის მთავარი ამოცანა ეს უნდა იყოს. ჯანდაცვის ხარჯები, უპირველესად აქ უნდა იხარჯებოდეს. სისხლძარღვების და არტერიების სიჯანსაღის კონტროლი და საშიშროების დროული გამოვლენა გარანტირებული სიცოცხლეა. სიკვდილის უკანდახევა და სიცოცხლის გამარჯვებაა. მოსახლეობის სიკვდილის მასიური შეჩერება მხოლოდ ამ გზით მოხდება. მ ოსახლეობის ამ საკითხზე ორიენტირებისთვის და სიცოცხლის გადარჩენისთვის ჯანდაცვამ დახმარების ხერხები უნდა დააკონკრეტოს. სტატისტიკურად, სიკვდილობის ყველაზე მაღალი პროცენტი ათეროსკლეროზისგან განვითარებული შედეგების გამოა. სიკვდილის გამოცხადებული რისკით არ უნდა დადიოდეს ადამიანი, რომლის ჯანდაცვაში სახელმწიფომ რაღაც ფული ჩადო. პრიორიტეტების სწორად შეფასება და ყველაზე ძლიერი რისკების გათვლა , ჯანდაცვის მენეჯმენტის მთავარი მოვალეობაა.
გახსოვდეთ———როგორც მაღალი, ისე დაბალი წნევა , საძილე არტერიისთვის დიდი პრობლემა და რისკია. სტატისტიკურად ამ ეპოქაში, განსხვავებით წინა პერიოდებისა, დაბალი წნევის ფონზე ინსულტის რიცხვი უფრო მეტია , ვიდრე მაღალი წნევის ფონზე. დღეს უამრავი ადამიანი ურეაქციოდ დადის , თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლის ——- რაღაც დონით . ხშირი პასუხია ამაზე———–ეს არაფერია. საძილე არტერიების ათეროსკლეროზი , თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის გამოხატულებაა. დეტალების შეფასება, ხშირად პირველად ჯანდაცვის გან არ ხდება. საშიშროება კი ყოველტვის დეტალებშია. მოშლის ხარისხი ,შეიძლება სტრესმა ც გააძლიეროს. თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის ღრმა მოშლას და იშემიურ ინსულტს , ერთი და იგივე მექანიზმი აქვს. იშემიური ინსულტი ათეროსკლეროზულ სისხლძარღვში გაჩხერილი თრომბია. ხოლი ჰემორაგიული——–ამ თრომბისგან თავში გახეთქილი სისხლძარღვი. თავის ტვინში მიმოქცევის მსუბუქი მოშლიდან ——-ღრმა მოშლამდე დიდი დრო არ არის, რადგან დამზიანებელი მექანიზმები ჩართულია.
თუ——— ყურებში ხმაურია, ან თავში უსიამოვნო შეგრძნებაა , დილით ყავისგან შველას ელით და თავს იტყუებთ ან თვალის წინ შავ წერტილს გაურბენია ან მხედველობა მცირედ მაინც დაქვეითდა; ხან რაღაც გავიწყდებათ, პერიოდულად სუსტად ხართ ან გაღიზიანებული——- – ეს არის მკვეთრად გამოხატული საძილე არტერიების ათეროსკლეროზი. ყურებში ხმაური ტვინის მიერ გამოცხადებული განგაშია და გამცნობს———– რომ არტერიები, ვენები, სისხლძარღვები და მთელი ნერვული წნული ფიზიკური დეგრადირებისგან , ბიო ქიმიური მოშლის და უკიდურესი დაშლაკვის გამო უკვე , თითქმის, ამოვარდნილია ჯანმრთელი სასიცოცხლო სისტემიდან . ის შველას ითხოვს. თანამედროვე მედიცინაში ,ყველა მდგომარეობის თანდათან გაუმჯობესება რეალურად შესაძლებელია.
მარინა ტოტოჩავა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share