ვის ხარჯზე ფართოვდება „ხალხის ძალა“ და რას ფიქროებენ ამაზე „ოცნებაში“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლადო კახაძე საგანგაშოს ვერაფერს ხედავს მოძრაობის „ხალხის ძალა“ მიერ გაცხადებულ სამომავალო გეგმებში, რომელიც მოძრაობის გაფართოებას ეხება და დარწმუნებულია, რომ „ოცნების“ რიგები არ შემცირდება. პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, „ხალხის ძალა“ გაფართოებას, სავარაუდოდ, მოქმედი დეპუტატების ხარჯზე გეგმავს.

„ხალხის ძალის“ წარმომადგენლის სოზარ სუბარის განცხადებით, უახლოეს მომავალში მოძრაობა გაფართოვდება და მათ რიგებს საზოგადოების დიდი ნაწილი შეუერთდება.

„ჩვენს მიერ დასმულ კითხვებს, გამოქვეყნებულ წერილებს, გარკვეულწილად მხილების კამპანიის ნაწილშიც აქვს ძალიან დიდი გამოხმაურება საზოგადოების მხრიდან. ძალიან ბევრი ადამიანი გვიცხადებს თანადგომას და უახლოეს დღეებში შეიძლება, დაიწყოს ეს პროცესი. მოხდება „ხალხის ძალის“ გაფართოება ადამიანური რესურსით, ინტელექტუალური რესურსით და ძალიან ბევრი ადამიანი შემოგვიერთდება, როგორც პროლიტიკოსები, ასევე საზოგადოებსითვის ცნობილი ადამიანები, პოლიტოლოგები, ექსპერტები თუ სხვა”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელიც უკვე გამოეხმაურა ოთხეულის სამომავლო გეგმებს, აცხდებს, რომ პარტიისთვის დღეს პრინციპულად მნიშვნელვანია წევრების შენარჩუნება.

„ეს ოთხი დეპუტატი არის უმრავლეობის წევრი და ჩვენთვის პინციპულად მნიშვნელოვანია, რომ უმრავლესობის რიგები არ შემცირდეს. რაც შეეხება ფრაქციისა და პარტიის საკითხებს, ჩვენთვის პარტიის და ფრაქციის წვრების შენარჩუნება მნიშვნელოვანია, ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესები.

„ჩვენი სურვილია, რომ ფრაქციაში და პარტიაში წევრების რაოდენობა შენარჩუნდეს, ის რაოდნეობა რომელიც გვაქვს. რა თქმა უნდა, გვექნება დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით. ჩვენ ამაზე კონსულტაციები არ გვქონია, მათ დაანონსეს გაფართოება, როგორც გავიგეთ, დეპუტატების ხარჯზეც“, – განაცხადა კობახიძემ.

„ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს ამ ოთხეულთან და დღემდე ვინარჩუნებ. მათ გადაწყვტილებაში პირადად მე ვერაფერს ცუდს ვერ ვხედავ, აქვთ უფლება საზოგადოებას გააცნონ საკუთარი მოსაზრებები და სხვათა შორის, ამ ადამიანების მიმართ ბევრი კეთილი სურვილები მესმის საზოგდაოებაში.

„რაც შეეხება მათ სამომავალო გეგმებს, გაფართოებასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ვფლობ, მაგრამ ალბათ მსჯელობა იქნება პოლიტსაბჭოზე და როგორც ყოველთვის, გადაწყვტილება უმტკივნეულოდ იქნება მიღებული. ერთხმიანი კი არ გვაქვს ჩვენ სიმღერა, მერე უნდა ტვინი ამის მოსმენას. რაც შეეხება ჩემს პოზიციას, შეცვლას არ ვაპირებ, მე სხვა გზა მაქვს არჩეული, დიპლომატიურ ენას ვირჩევ“, – განაცხადა ლადო კახაძემ.

რეზონანსი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share