ბიძინა სულ მაგ ჭკუაზეა, რომ სადმე წავიდეს- გივი სიხარულიძე

“ბიძინა ივანივშილი კი არ წავიდა, მოვიდა, 100%-ით მოვიდა! ის დროებით გაეცალა ამ საგიჟეთს, სადაც არავინ იცის ვინ უფრო მეტი გიჟია”- ასე აფასებს მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე ბიძინა ივანიშვილის განცხადებას მისი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ. . ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ღია წერილით მიმართა საზოგადოებას, სადაც განაცხადა, რომ მისი მისია შეასრულებულია. “მივიღე გადაწყვეტილება, საბოლოოდ დავტოვო პოლიტიკა და სრულად ჩამოვცილდე მართვის სადავეებს. ვტოვებ როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე საკუთრივ პარტიასაც და ჩემს 2011 წლამდე, კერძო ცხოვრების წესს ვუბრუნდები”- აცხადებს ბიძინა ივანიშვილი ღია წერილში. . “ქართული ოცნების” პარტიის თავმჯდომარის ამ გადაწყვტილებას უკვე მოჰყვა შეფასებები როგორც მმართველ გუნდში, ისე ოპოზიციაში.

განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გადმოდის გუნდზე, რათა ბოლომდე მიიყვანონ მისი დაწყებული საქმე. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილს არ უნდა პასუხისმგებლობის აღება ქვეყანაში არსებულ მძიმე ვითარებაზე და დეკლარირებულად გადავიდა ჩრდილში.

“თუ ივანიშვილმა დაანგრია ქვეყანა, მაშინ ოპოზიციამ ააშენოს, მაგრამ მე ნანგრევებს ვერ ვხედავ. მე არ ვამბობ, რომ ბიძინა ანგელოზია, მაგრამ ფაქტია, რომ ჭკვიანი და გონიერი კაცია და ამ კრეტინებზე მაღლა დგას. . “ის დროებით გაეცალა ამ საგიჟეთს, სადაც არავინ იცის ვინ უფრო გიჟია. მე ვამბობ, რომ ბიძინა ივანიშვილი არ წასულა, ის მოვიდა, დამოვიდა 100%-ით. სულ მაგ ჭკუაზეა, რომ სადმე წავიდეს . “პოზიციაში მისი შვილები დარჩნენ, ოპოზიციაში კი მისი შვილობილები, ახლა არჩიონ ერთმანეთში საქმე. როგორც შევარდნაძეს დაუჩოქეს დაბრუნდიო, ერთ დღესაც ვნახავთ, რომ მაგასაც დაუჩოქებენ დაბრუნდიო.

“მე ოპოზიციაც და პოზიციაც ორივე მეზიზღება, არცერთს არ უყვარს ჩემი ქვეყანა. მეცოდებიან ის გოგო-ბიჭები, რომლებიც ქუჩაში გულანთებულები დაგანან და მოტუყებული არიან ყველა პარტიასთან შეკრული პოლიტიკოსებისაგან”- განაცხადა “რეზონანსთან” გივი სიხარულიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 92
    "სახელწმიფო წაგვართვეს"- გიორგი თარგამაძეარაერთხელ მოგვატყუეს, არჩევნები გაგვიყალბეს, სახელმწიფო მიიტაცეს, სახლში გამოგვკეტეს, ბიზნესები გააკოტრეს, ასობით ათასი ადამიანი უმუშევარი დატოვეს,  ბევრად მეტი შიშილის ზღვრამდე მიიყვანეს, თავად - ვალად აღებული მილიარდები ფლანგეს, მათი გადახდა კი ჩვენს შვილებს დააკისრეს. მოკლედ, სახელწმიფო წაგვართვეს, აი, მომავალიც წაგვართვეს, ან მინიმუმ გვართმევენ. ჩვენი ხმა... არჩევნების სადავო შედეგებითაც კი გასაგებად გაისმა, მაგრამ…
    Tags: და, რომ, კი, არ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 92
    ნიკა მელიას პირველი ინტერვიუ-"სრულიად მობილიზებული ვარ ბრძოლის შემდეგი ეტაპისთვის"ნიკა მელიას პირველი ინტერვიუ ციხიდან ნიკა გვარამიასთან [სრული ვერსია] ინტერვიუ 224-ე საკნიდან 1. როგორ ხარ? იცი რა, მჯეროდა რომ მხნედ ვიქნებოდი. მაგრამ ვერ წარმომედგინა, თუ ასე. ეტყობა, კარგად ვიყავი მზად ფსიქოლოგიურად. თან, დარწმუნებული ვარ, პირველ რიგში, ის მოქმედებს დადებითად, რომ საერთოდ ხინჯს ვერ ვგრძნობ ჩემს სიმართლეში. სრულიად მობილიზებული ვარ ბრძოლის…
    Tags: და, რომ, არ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 91
    ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის„ვთვლი, რომ ჩემი მისია შესრულებულია. მივიღე გადაწყვეტილება, საბოლოოდ დავტოვო პოლიტიკა და სრულად ჩამოვცილდე მართვის სადავეებს მე ვტოვებ როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე საკუთრივ პარტიასაც და ჩემს 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს ვუბრუნდები“ – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დღეს გავრცელებულ წერილში წერს. როგორც ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, მმართველი…
    Tags: და, ბიძინა, რომ, როგორც, ივანიშვილი, მე, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 91
    "ამ ქვეყანაში ცხოვრების მეშინია... ვიხრჩობი"“ვიხრჩობი უკვე ამ ქვეყანაში ცხოვრებით! მახრჩობს ქვეყანა, რომელიც სიცოცხლესავით მიყვარს, მახრჩობს ხალხი, რომელთან ერთადაც დავბერდი, მახრჩობს ტყუილი, ყველგან და ყველაფერში!!! ადამიანებს ვუსმენ და თან ჩვევად მექცა სიტყვების მიღმა ტყუილის ძებნა!!! მახრჩობს იმაზე ფიქრი, რომ მომავალი არ არსებობს, რადგან რაც მიყვარდა და რითაც ვსულდგმულობდი და ვეთაყვანებოდი, გაქრა!!! გაქრა ნდობა, ერთობა, სითბო,…
    Tags: და, რომ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა