როცა “ოცნების” ფაილებიც გამოჟონავს, ვნახავ, როგორი რიხით ილაპარაკებს კობახიძე – უგულავა

მოსმენების სკანდალი – ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ხელისუფლების დუმილი არის პირდაპირი პასუხი, რომ სწორედ მათი დაკვეთით ხდებოდა ეს ყველაფერი.

გიგი უგულავას თქმით, არა მარტო ოპოზიციას, არამედ ხელისუფლებასაც უსმენენ.

ოპოზიციონერი ამბობს, რომ დადგება დრო, როდესაც ეს ფაილებიც გამოჟონავს და მისი თქმით, ვნახავთ, მერე როგორ ილაპარაკებს კობახიძე.

არა მარტო ოპოზიციას დასდევენ და უსმენენ, არამედ უსმენენ მათაც და დადგება მომენტი, როდესაც გამოჟონავს ის მასალები, რომლებიც მათ ეხება. აი, მათ რომ ეხებათ ის მასალები რომ იტრიალებს ტელევიზორში, მერე ვნახავ ასეთი რიხით როგორ ილაპარაკებს კობახიძე რომ ეგ დადგმულია და ეგ მოგონილია“. – ამბობს უგულავა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share