გურიაში კობახიძე კალაძემ შეცვალა

გურიის საპატრულო პოლიციის (ოზურგეთის დეპარტამენტის) უფროსად მიხეილ კალაძე დაინიშნა.

მიხეილ კალაძე სამტრედიიდანაა და გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის მერის, კახი კალაძის ნათესავია.

მან ამ პოსტზე კობა კობახიძე შეცვალა, რომელიც ასევე გავრცელებული ინფორმაციით, თავის მხრივ მმართველი პარტიის ლიდერის, გიორგი კობახიძის ნათესავი იყო.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ კობა კობახიძე უწყებაში დააწინაურეს, თუმცა კონკრეტულად რა პოზიციაზე, ჯერჯერობით უცნობია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share