კადიროვის თქმით, კაცი, რომლის ოჯახიდანაც ქალი აქციაზე გავა, უკრაინაში უნდა ომობდეს

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი Telegram-ზე ვიდეოს ავრცელებს და საპროტესტო აქციებს ეხმაურება, რაც რუსეთის მიერ მობილიზაციის გამოცხადებას მოჰყვა. როგორც ვიდეოში კადიროვი ამბობს, ქუჩაში 15-20 ქალი გამოვიდა, რომელთა უმეტესობაც, მისივე თქმით, ევროპული ორგანიზაციებისგან იყო დაფინანსებული.

“ჩვენს რესპუბლიკაშიც გამოვიდა 15-20 ქალი, მათგან სამი დედაა, რომელთა შვილებიც უკრაინაში არიან, სადაც “სპეციალური ოპერაცია” მიმდინარეობს. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ მათ, ვინც ოჯახში ერთადერთი ვაჟია, არ წავიყვანთ “სპეცოპერაციაში”. ისე გამოვიდა, რომ ორი მათგანი, დედისერთაა. კიდევ იყო იქ 15-20 ქალი, რომლებმაც კაპიკები მიიღეს ევროპელი ორგანიზაციებიდან. ისინიც გამოვიდნენ, შემდეგ, როცა ჰკითხეს, რა გინდათ და რატომ ხართ დღეს აქო, დაიწყეს ლაპარაკი, რომ რაღაც სოციალურ საკითხებზე აქვთ კითხვები, მაგრამ მე ვთქვი – თუ ოჯახში არ არის კაცი, რომ ისინი სახლში ამყოფოს, თვალყური ადევნოს მათ და უზრუნველყოს რითაც საჭიროა, მაშინ, ეს კაცებიც იმ ტერიტორიაზე უნდა იყვნენ, სადაც რუსეთი სპეცოპერაციას ატარებს, რადგან სახლში იქნებიან ისინი თუ აქ [ბრძოლის ველზე], ამით ამ ოჯახისთვის არაფერი იცვლება. იქ, გაწეული სამსახურისთვის ცოტა გასამჯრლოთი მაინც დაბრუნდებიან, რომელსაც ოჯახს მოახმარენ”, – ამბობს კადიროვი ვიდეოში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share