არნოლდ შვარცნეგერმა კაპიტოლიუმზე იერიში “დამსხვრეული ვიტრინების ღამეს” შეადარა და ტრამპიც გააკრიტიკა

არნოლდ შვარცნეგერმა ჩაწერა ვიდეომიმართვა, რომელშიც გააკრიტიკა დონალდ ტრამპი, რომელიც დამარცხებას არას დიდებით არ აღიარებს და მისი მომხრებიიც ზედ მიაყოლა – კონგრესის შენობის დაპყრობის მცდელობისთვის.

„შვარცმა“ 6 იანვრის მოვლენები 1938 წლის გერმანიის “ბროლის ღამეს” შეადარა და თავისი ბავშვობის მოვლენებიც კი გაიხსენა – ის, თუ როგორ იკლავდნენ ომის შემდგომი ავსტრიელი მამაკაცები ნაცისტურ რეჟიმთან თანამონაწილეობისა და დანაშაულის გრძნობას აკლოჰოლით.

„მე ავსტრიაში გავიზარდე და ძალიან კარგად ვიცი, თუ რაც არის „ბროლის ღამე“ და „დამსხვრეული ვიტრინების ღამე“. ეს არის ძალადობის ღამე ებრაელების მიმართ, როდესაც ყველაფერს ნაცისტები ხელმძღვანელობდნენ – დღევანდელი „ამაყი ბიჭების“ (ასე უწოდებენ მემარჯვენე რადიკალებს, რომლებმაც კაპიტოლიუმზე შტურმი მიიტანეს – ავტ. შენ.) ანალოგიურად. 2021 წლის 6 იანვრის ოთხშაბათი, აშშ-ს „დამსხვრეული ვიტრინების ღამე“ გახდა. დამნაშავეებმა არა მხოლოდ კაპიტოლიუმის შუშები ჩაამსხვრიეს, მათ დაარბიეს იდეებიც, რომლებსაც ჩვენ ვიღებდით როგორც ყოფად“ – ამბობს შვარცნეგერი და აგრძელებს:

„მამაჩემი კვირაში ერთ-ორჯერ სახლში გალეწილი მთვრალი ბრუნდებოდა, ყვიროდა და გვცემდა მე და დედაჩემს და აშინებდა მას. მაგრამ მე არ ვაკისრებ მას სრულ პასუხისმგებლობას, რადგანაც იმავეს უკეთებდა თავის ოჯახს ჩვენი მეზობელი, და იმისი მეზობელი და ასე შემდეგ“.

მისი თქმით, მამამისის მაგვარი ადამიანები, ასე ნაცისტური რეჟიმის დროს ნანახისა და ნაკეთების გამო იქცეოდნენ, რომელიც „იწყებოდა სიცრუითა და მოუთმენლობით“.

ის თვლის, რომ იმავე პრინციპით მოქმედებდა დონალდ ტრამპიც: ცდილობდა გადატრიალების მოწყობას, თავისი მომხრეების შეცდომაში შეყვანის გზით.

„მამაჩემიც და ჩვენი მეზობლებიც შეცდომაში შეიყვანეს, ტყუილით წაიყვანეს არასწორი გზით და მე ვიცი, საითკენ მიჰყავს მსგავს ტყუილს“ – აღნიშნა შვარცნეგერმა.

უფრო მეტიც, „შვარცმა“ დონალდ ტრამპს „ისტორიაში ყველაზე ცუდი პრეზიდენტი“ უწოდა და მოუწოდა თავის აუდიტორიას განუდგენ „მათ, ვინებმაც დაიყვანეს ქვეყანა ასეთ უპატიებელ წერტილამდე“ და მხარი დაუჭირონ ბაიდენს.

ამის შემდგომ, მან ხელში აიღო ბარბაროსი-კონანის ხმალი (იმავე სახელწოდების ფილმიდან, რომელშიც მან შორეულ 1982 წელს მთავარი როლი შეასრულა) და შეადარა ის დემოკრატიას, რომელიც ყოველ ჯერზე სულ უფრო იწვრთობა.

ავტორი: ირაკლი სალუქვაძე

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share