ჩეჩნეთის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი სოციალურ ქსელში მიმართავს მათ, ვისაც სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება სურთ. მისი თქმით, ასეთი ადამიანები მოღალატეები და მშიშარები არიან.
„მე შენ გელაპარაკები, ვინც თავს არიდებს სამხედრო სამსახურს, ყველანაირი საბაბი შეგიძლია მოიფიქრო, შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელ პოლიტიკას მხარს არ უჭერ. შეგიძლიათ მოიფიქროთ ზღაპარი, რომ ომის იდეა და იარაღის კონცეფცია თქვენთვის უცხოა, ან უბრალოდ არ ეთანხმებით ძალადობას. მაგრამ იცოდე, რომ შენ ხარ მხოლოდ მშიშარა, მოღალატე და მეორეხარისხოვანი ადამიანი“, – წერს კადიროვი ტელეგრამის არხზე.