Reuters-ი, პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეზე დაყრდნობით, წერს, რომ პოლონეთმა, რომელიც შეშფოთებულია უკრაინის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ ბრძოლით, იოდის ტაბლეტები რეგიონულ სახანძრო განყოფილებებს გადაუნაწილა, რათა რადიოაქტიური ზემოქმედების შემთხვევაში, ხალხს დაურიგდეს.
„ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მახლობლად ბრძოლების შესახებ მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, ჩვენ გადავწყვიტეთ… ვადამდე მივიღოთ დამცავი ზომები იოდის გასავრცელებლად… მინდა, დავამშვიდო ყველა მოქალაქე, რომ ეს არის რუტინული, პრევენციული ქმედებები, რომლებიც დაგვიცვას იმ შემთხვევაში, რომელიც იმედი მაქვს, არ მოხდება“, – განაცხადა ბლაჟეი პობოზმა.