ირლანდია მობილიზაციისგან გაქცეული რუსების მიღებას დასაშვებად მიიჩნევს

ირლანდიის პრემიერ-მინისტრის, მიკოლ მარტინის განცხადებით, იგი მობილიზაციისგან გაქცეული რუსების მიღებას განიხილავს.

„რუსების მიღების შესაძლებლობა უნდა შევაფასოთ. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვიღებთ ომს გაქცეულ უკრაინულ ოჯახებს, ჩვენთვის ეს იყო პრიორიტეტი. გარდა ამისა ვიღებთ სხვებსაც, ვინც თავშესაფარს ითხოვს“, – განაცხადა მარტინმა.

ცნობისთვის, ირლანდია იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც ომის დაწყების შემდეგ უკრაინელებისთვის საზღვრები გახსნა  და სავიზო რეჟიმი გააუქმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share