რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა აცხადებს, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში „რუსეთის იზოლაციის ყველა მცდელობა ჩავარდა“.
მისი თქმით, გაეროს სესიაზე რუსულ დელეგაციას არაერთი წარმომადგენელი შეხვდა, ამიტომ დასავლეთის მიზანი „ჩავარდა“.
„იზოლაციას ჩვენ ათეულობით მეგობართან და კოლეგასთან ერთად ველოდით, მაგრამ ის არასოდეს მოხდა“, – განაცხადა ზახაროვამ.