კალაძე ჟურნალისტს: “თქვენ ნუ ინერვიულებთ ბიძინა ივანიშვილზე, თქვენ სანერვიულო ისედაც ბევრი გაქვთ”

საიდან მოგაქვთ ეს ინფორმაცია? – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, ბიძინა ივანიშვილის და მისი გარემოცვის შესაძლო სანქცირებასთან დაკავშირებით.

კახა კალაძემ ჟურნალისტებს სხვა, სერიოზული კითხვების დასმისკენ მოუწოდა.

„გაქვთ სხვა შეკითხვები? სერიოზული შეკითხვები გაქვთ? თქვენ ნუ ინერვიულებთ ბიძინა ივანიშვილზე, არ ინერვიულოთ, თქვენ სანერვიულო ისედაც ბევრი გაქვთ, თქვენი რეალური მდგომარეობა რომ შეაფასოთ და ნახოთ, სად და რა მდგომარეობაში იმყოფებით, დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფერს თუ გაანალიზებთ, მიხვდებით, რომ ძალიან ბევრი გაქვთ სანერვიულო“, – განაცხადა კალაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share