რუსეთში მობილიზაციის მეოთხე დღეა და პანიკა არ ცხრება. იმ ფონზე, როდესაც ვლადიმირ პუტინი ეგრეთ წოდებული რეფერენდუმით უკრაინის ტერიტორიის მისაკუთრებას ცდილობს, რუსეთიდან საკუთარი მოსახლეობა გაურბის. ქვეყნის დატოვების მსურველთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.
სერგეი შოიგუს აცხადებს, რომ მობილიზება 300 ათასს ადამიანს ეხება. ამასთან კრემლი უარყოფს იმასაც რომ ქვეყნიდან ხალხი გაურბის.
დღეს უკრაინაში, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ოკუპირებულ ყირიმში მცხოვრებ ხალხს რჩევები მისცა, თუ როგორ უნდა აირიდონ თავიდან ომში გაწვევა. ადმინისტრაცია ყირიმში მცხოვრებლებს მოუწოდებს, რომ თუ შეუძლებელი იყო მობილიზაციის თავიდან აცილება, ჩაჰბარდნენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს.