”ჩემი ბავშვობა იმ თოკმა დაამთავრა, რომლითაც მამამ თავი ჩამოიხრჩო” – 11 წლის საბა ოზურგეთიდან

”ჩემი ბავშვობა იმ თოკმა დაამთავრა, რომლითაც მამამ თავი ჩამოიხრჩო” – ეს სიტყვები 11 წლის საბა ჭანტურიძეს ეკუთვნის.

ერთი თვის წინ უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებმა ხუთი შვილის მამამ გაჭირვებას ვერ გაუძლო და თავი მოიკლა. ახლა საბა და მისი და-ძმა დედასთან ერთად ოზურგეთში არიან ახლობლის დაკეტილ სახლში. ბავშვები ჯერ კიდევ დაზაფრულები არიან მამის სიკვდილით.

11 წლის საბას სურს, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს მისი ისტორია, რადგან მას უჭირს იმ ტვირთის დარება, რომელიც მამის გარდაცვალების შემდეგ დაეკისრა:

”მე ყველა ბავშვის სახელით მინდა ვუთხრა ყველა მამას, რომ რაც არ უნდა გაჭირვებში ცხოვრობდეთ, არ უნდა ჩამოიხრჩოთ თავი..არ გაუკეთოთ ეს თქვენს შვილებს, არ გაწიროთ თქვენი შვილები ასე. მე ახლა გაწირულად ვგრძნობ თავს. მე ახლა მამიკოს მაგივრად ვდგავარ. არ ვიცი, საიდან მოვიტანო საჭმელი, რა გავუკეთო ბავშვებს.”

საბას ერთადერთი სურვილი მისი დედმამიშვილების დაპურებაა:

” ვოცნებობ, რომ საჭმელი მქონდეს, სახლში მშივრები ვართ.დედიკოს არ აქვს საჭმლის ფული..”

საბა და მისი და-ძმა ახლა არიან ოზურგეთში.
მერაბ კოსტავას ქუჩა 115
სოფელ მერიისკენ მიმავალ გზაზე.
📌თიბისი ბანკი #GE20TB7969145064300016 (ბარათი ოჯახთანაა)
📌საქართ.ბანკი: #GE87BG0000000346009108
📌მიმღები: ზურაბ ჯღამაძე
📌დანიშნულება: საბას საკვებისათვის.
📌დახმარების მსურველი ემიგრანტებისათვის
ფეიფალის იმეილია: ShotooChkhvirkia@gmail.com
5️⃣7️⃣7️⃣5️⃣6️⃣6️⃣5️⃣9️⃣9️⃣ ვაცაპი ან ვაიბერი
წყარო – სიკეთის ქალაქი
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share