რასაც სააკაშვილი ამბობს, გაფუჭებული კვერცხის ნაჭუჭის ფასი აქვს – ვოლსკი

მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ ბიძინა ივანიშვილს ამერიკული სანქციების შიში აქვს და ფონდ ქართუზე თავისი ქონების ნაწილი ამიტომ გადააფორმა,  “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი ეხმაურება.

„კრიმინალში ბრალდებული ადამიანი საუბრობს იმის შესახებ, რაც მას თავად ახასიათებს და სურს, სხვაზეც ასეთივე შთაბეჭდილება შექმნას. არ მგონია, სააკაშვილის სიტყვას ავტორიტეტი ჰქონდეს“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

მისივე თქმით,  სააკაშვილის ნათქვამს გაფუჭებული კვერცხის ნაჭუჭუს ფასი აქვს.

“გაფუჭებული კვერცხის ნაჭუჭის ფასი აქვს იმას, რასაც მიხეილ სააკაშვილი ამბობს”, – ამბობს ვოლსკი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share