ირანში საპროტესტო აქციაზე დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა – რაოდენობა

ირანში საპროტესტო აქციაზე დაღუპულთა რაოდენობა 35-მდე გაიზარდა. აქცია ქვეყნის 31 პროვინციაში უკვე ერთი კვირაა მიმდინარეობს. პროტესტი  22 წლის უფლებადამცველი ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა, ის პოლიციამ  ჰიჯაბის ტარების კანონის დარღვევის გამო დააკავა.

შაბათის მონაცემებით, სულ მცირე 1 200 ადამიანი დააკავეს საპროტესტო გამოსვლებთან დაკავშირებით.

ირანის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ მომიტინგეების წინააღმდეგ ზომებს მიიღებს და საპროტესტო აქციებს  “გადამწყვეტად გაუმკლავდება”.

შეტაკებები რამდენიმე ქალაქში გრძელდება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share