“რაც მალე გადაინაცვლებს ვექტორი ბიძინა ივანიშვილზე გაცილებით უკეთესი იქნება ჩვენ ყველასთვის“”

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბაჩო დოლიძე ჟურნალისტებთან საუბრისას:

„დავით კეზერაშვილსა და პარტიასთან დაკავშირებით ნიკა მელიამ სავსებით გასაგებად ისაუბრა, ხელის ჩამორთმევაც აბსოლუტურად გამჭვირვალე იყო და როდესაც გადაწყდა, რომ არავითარი კავშირი აღარ ჰქონოდათ ერთმანეთთან, ამაზე საჯაროდ ისაუბრა.

ვფიქრობ, ამ თემას აღარ მივუბრუნდებით, რადგან მთავარი სამიზნე არის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი და ფოკუსირებული უნდა ვიყოთ ამ მიმართულებით. პარტიის შიგნით ურთიერთობა შესაძლოა ვინმეს ვინმესთან ჰქონდეს, ვიღაცას უნდა მერაბიშვილთან მეგობრობა, ვიღაცას კეზერაშვილთან, თუ სხვასთან. თუ ვინმეს ჰგონია, რომ მელიას გადადგომით ოპოზიციური საერთო საქმე, ან პარტიული საქმიანობა გაცილებით უკეთესად წარიმართება, ეს მისი სუბიექტური აზრია, რაც მალე გადაინაცვლებს ვექტორი ბიძინა ივანიშვილზე გაცილებით, უკეთესი იქნება ჩვენ ყველასთვის“, – აღნიშნა ბაჩო დოლიძემ.

ცნობისთვის, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, მელიამ განაცხადა, რომ ყველა იმ ადამიანს ჩამოართმევს ხელს, ვინც ივანიშვილთან, როგორც ოლიგარქთან ბრძოლაში დაეხმარება და ამ პროცესში იქნება მისი მოკავშირე, მაგრამ მას ეს რწმენა აღარ აქვს თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share