ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი თათია ნიკოლაშვილი ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების შესახებ წერს:’
ესენი არიან ოლიგარქები, რომლებიც ძარცვავენ ჩვენს ქვეყანას და ხალხს. კრემლის აგენტები, რომლებიც სანქცირებულთა სიაში ოფიციალურად შეიყვანა უკრაინის მთავრობამ. ამ რუსი ოლიგარქების დამსახურებაა, რომ 100 000- ობით ჩვენი მოქალაქე იძულებული გახდა სამშობლო დაეტოვებინა… სამაგიეროდ კი – რუსი მოქალაქეებით გაავსეს ჩვენი ქვეყანა.
თითოეული ჩვენგანის ვალია, რომ ვებრძოლოთ ივანიშვილს და მის მარიონეტულ ხელისუფლებას. გამოგონება, ისრების გადატანა და ხელისუფლების პროპაგანდის გაზიარება მხოლოდ დამაზიანებელი, არაფრის მომცემია.უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები და პასუხისმგებლიანები ჩვენს განცხადებებში.
ძალა ერთობაშია” – წერს ნიკოლაშვილი.