ეს იყო საპატრიარქოს თხოვნა – ნიკა გვარამიას პასუხი მდინარაძეს სამშობლოს ღალატის მუხლის გაუქმებაზე

იუსტიციის ყოფილი მინისტრი ნიკა გვარამია მამუკა მდინარაძის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც “ოცნების” ლიდერი სამშობლოს ღალატის მუხლის გაუქმებაზე საუბრობს. ნიკა გვარამია მდინარაძეს ურჩევს იურიდიული განათლება გაიძლიეროს. ის განმარტავს როგორ მოხდა 307-ე მუხლის ამოღება და ამბობს, რომ თხოვნა- საქართველოს საპატრიარქოდან მოდიოდა:

როგორც არაკვალიფიციურმა იურისტმა და ნამუსგარეცხილმა პოლიტიკოსმა, რა თქმა უნდა, მამუკა მდინარაძემ მოიტყუა. სამშობლოს ღალატის ყოფილი მუხლი, 307-ე იყო ბლანკეტური ნორმა, რომელიც მიუთითებდა რომელი მუხლები ითვლება სამშობლოს ღალატად, ანუ მას დამოუკიდებელი შინაარსი არ ჰქონდა.

რაც შეეხება, რატომ მოიხსნა სათაურადაც კი სამშობლოს ღალატი, გეტყვით მარტივად – ეს იყო საქართველოს საპატრიარქოს თხოვნა და შუამდგომლობა რომ ირაკლი ბათიაშვილი, რომელიც ამ ნორმით იყო დაკავებული სამშობლოს მოღალატედ არ ჩაითვალოს. ესე გვთხოვეს, რონ სამშობლოს ღალატი, ეს მძიმე კლიშე რომ მოეხსნას, იქნება ამ ნორმას შეუცვალოთ სათაურიო.

ამის გარდა, ამ ბლანკეტური ნორმის საჭიროება არ იყო, ამას ანგარიში გაეწია და მოხდა ეს ცვლილება. ნორმები, შემადგენლობები, რომლებიც მითითებული იყო დარჩა ყველა.

ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ – იურისპუდენციის სწავლა გააძლიეროს იმიტომ, რომ პოლიტიკის მიღმა დარჩება მალე და იურისტობა მაინც გამოდგება რომ პური ჭამოს. ბევრი კი აქვს ნაკეთები ფული, მაგრამ მაინც პროფესია არ იქნებოდა ურიგო, რომ შეიძინოს” ამბობს ნიკა გვარამია

“ოცნების” ლიდერმა მდინარაძემ გუშინ, 12 ოქტომბერს, ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე საუბრისას გააკეთა და თქვა, რომ  წინა ხელისუფლებამ სამშობლოს ღალატის მუხლი დავითგარეჯის საქმის გამო გააუქმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: