ლაჩხუთის საკრებულოში ა(ა)იპ “ეკონომიკური განვითარებისა და ინოვაციების ცენტრი” გაუქმების პროცესი დაიწყო

ლაჩხუთის მუნიციპალურმა საკრებულომ ა(ა)იპ “”ეკონომიკური განვითარებისა და ინოვაციების ცენტრი”” გაუქმების პროცესი დაიწყო, საკრებულოს ბიურომ ეს საკითხი უკვე დღის წესრიგში შეიტანა, გადაწყვეტილებას ხვალ, საკრებულო, მორიგ სხდომაზე მიიღებს.

აღნიშნულ ორგანიზაციაში შტატით 19 თანამშრომელია, დამატებით რამდენიმე ადამიანი კი ორგანიზაციასთან ხელშეკრულებით თანამსრომლობს.

თუ რა გახდა ამ ა(ა)იპ-ის შესაძლო გაუქმების მიზეზი, ამის თაობაზე “გურიის მოამბე” ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, ბესარიონ ტაბიძეს და “ეკონომიკური განვითარებისა და ინოვაციების ცენტრი”ს დირექტორს, გელა ზოიძეს დაუკავშირდა.

ტაბიძემ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა:

გელა ზოიძე:”მივიღეთ ლანჩხუთის მერისაგან ოფიციალური შეტყობინება, რომ ბიურომ განიხილა ეს საკითხი და საკრებულოში დაიწყო პროცედურა. ამას ვხსნით იმით, რომ იწყება რეორგანიზაცია და მერია ცდილობს იმ ორგანიზაციების შერწყმას ან სხვა ფორმით ჩამოყალიბებას, რომლებიც შესაძლოა პროფილითა და ყფლებამოსილებებით ერთმანეთს კვეთენ. ველოდებით თუ როგორ განვითარდება მოვლენები, საკრებულოში, როგორც გითხარით იწყება განხილვა დათუ საქმის წარმოება დაიწყო, შემდეგ კვლავ გაგრძელდება ამ თემაზე საუბარი. ჯერ ამ თემაზე საუბარი არ გვსურს, ვფიქრობთ, რომ ყველაფერი ისე დარჩება როგორც არის.” – გვითხრა ზოიძემ.

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share