29 სექტემბერს, 18:00 საათზე, ფოლკლორის ცენტრში გაიმართება კულტურის დამსახურებული მოღვაწის, ლოტბარის, ქართული ხალხური (გურული) სიმღერის გამორჩეული შემსრულებლის, ღირსების ორდენის კავალერის, ხელოვნების ქურუმის – ტრისტან სიხარულიძის სახელობითი ვარსკვლავის გახსნა.
ღონისძიება ოზურგეთის მერიის – განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის და კულტურის და მოსწავლე – ახალგაზრდობის ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართება.
ასევე გაცნობებთ, რომ ტრისტან სიხარულიძის 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით საიუბილეო საღამო 1 ოქტომბერს თბილისში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ჩატარდება.