ოზურგეთის ტექნოპარკში მცირე და საშუალო მეწარმეებთან შეხვედრა გაიმართა

ოზურგეთის ტექნოპარკში, გურიის მხარეში მიკრომეწარმეობის ხელშემწყობი საგრანტო პროგრამის გამარჯვებულებთან და მცირე და საშუალო მეწარმეებთან შეხვედრა გაიმართა.
✅„აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილემ ირაკლი გაბრიაძემ სააგენტოს მიმდინარე და სამომავლო პროგრამების შესახებ მეწარმეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
✅შეხვედრას გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიკრომეწარმეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ავთანდილ ღოღობერიძე და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
✅შეხვედრის ბოლოს, 62 გამარჯვებულ მიკრომეწარმეს სამახსოვრო ბანერები გადაეცათ.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share