ლანჩხუთის საკრებულოს დეპიტატი კახა ასკურავა სოციალურ ქსელში წერს:
”არაფერი ისე არ აძლიერებს და ახანგრძლივებს რეჟიმს,როგორც დაბნეულობა და გაურკვევლობა საპირისპირო მხარეს.
ივანიშვილის ნარატივი – “კი ჩვენ ცუდები ვართ,მაგრამ შეხედეთ ეგენი ჩვენზე უარესები არიან”, არის წლების ჯოკერი მის ხელში,რომლსაც მუდმივად ათამაშებს სამწუხაროდ და ჩვენც ვერაფერს ვუპირისპირებთ საუბედუროდ.
მერე ეს ყველაფერი საზოგადოების განწყობებშიც აისახება და არის სრული ნიჰილიზმი და აპათია,რაც კიდევ უფრო დიდი ბონუსია რუსი ოლიგარქის ხელში!
დღეს ისეთ რეჟიმთან გვიწევს ბრძოლა,რომ რამოდენიმე სისუსტე კი არა,ერთი ხვრელიც რომ გიპოვოს, იქ შემოგიძვრება და იქედან დაგამარცხებს! როცა გყავს ის ხელისუფლრბა რაც გყავს,როცა გაქვს ის პოლიტიკური მოცემულობა რაც გაქვს და ამ დროს ჩვენ კიდე თავდაცვის რეჟიმში ვართ, ნაცვლად იმისა,რომ თავდასხმის ბოლო ფაზაში შევდიოდეთ,ჩვენშია მხოლოდ პრობლემა!”- წერს ასკურავა.