რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მართლმადიდებელ მრევლს ჯვართამაღლებას ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას და მართლმადიდებელ მრევლს ჯვართამაღლებას ულოცავს.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, 27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე, დაწესებულია ერთდღიანი მარხვა.

„ჯვართამაღლების დღესასწაული მე–4 საუკუნეში დაწესდა. 355 წელს, იერუსალიმის მახლობლად აღმოაჩინეს მაცხოვრის ჯვარი, რომელზეც ეწამა კაცობრიობის მხსნელი ხალხის დიდი ინტერესის გამო, პატრიარქმა მაკარიოსმა აღმართა ანუ აღამაღლა იგი” – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

მათი ცნობითვე, იესოს ცხოველმყოფელი ჯვრის ამაღლება სულიერი ამაღლების მაგალითია ყოველი ქრისტიანისთვის.

„ცხოველმყოფელი ჯვრის მადლი და ძალა გფარავდეთ” – აღნიშნავს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share