სახალხო დამცველობის მსურველ კანდიდატთა შეფასების სამუშაო ჯგუფის პერსონალური შემადგენლობა ცნობილია.
9-კაციანი ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით ჩამოყალიბდება:
- დავით ასათიანი – საქართველოს ადვოკატთა ასოცუაცია, თავმჯდომარე;
- თამარ ზარანდია – თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი;
- ნათია კუპრაშვილი – რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაცია, თავმჯდომარე;
- ლარისა ლიპარტელიანი – საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება, თავმჯდომარის მოადგილე;
- ელენე რუსეცკაია – ქალთა საინფორმაციო ცენტრი, დირექტორი;
- არნო სტეპანიანი – მრავალეროვანი საქართველო, თავმჯდომარე;
- ნინო ჩხობაძე – საქართველოს მწვანეთა მოძრაობა, თავმჯდომარე
- ეკა ციმაკურიძე – დემოკრატიის ინდექსი, თავმჯდომარე;
- ლევან ცუცქირიძე – აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი.
შეფასების სამუშაო ჯგუფის მიზანი სახალხო დამცველობის კანდიდატად წარდგენის მსურველ პირთა შეფასებაა. სამუშაო ჯგუფი სახალხო დამცველობის კანდიდატად წარდგენის მსურველ პირებს შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით შეაფასებს – კეთილსინდისიერება, მიუკერძოებლობა, დამოუკიდებლობა, მაღალი რეპუტაციის, სათანადო პროფესიული ცოდნისა და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სფეროში პრაქტიკული გამოცდილების ქონა.
ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებმა სახალხო დამცველის კანდიდატები დღეს წარადგინეს.