ოზურგეთელი გოგონები მასტერლიგის ფინალში გადავიდნენ

25 სექტემბერს ქ. მარტვილში საფეხბურთო აკადემიის ბაზაზე ფეხბურთში გოგონათა ( 12 – 15 წლამდელთა შორის) მასტერლიგის მეორე ეტაპი გაიმართა.
 საფეხბურთო შეჯიბრში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა გოგონათა საფეხბურთო სექციის გუნდმა, ,, ნიკეა” მიიღო მონაწილეობა.
 ოზურგეთელმა გოგონებმა წაატებით იასპარეზეს და მეორე ეტაპი მოგებით გაიარეს. ,, ნიკეამ ” ჯერ ფოთის გუნდი 3 : 1 დაამარცხა, შემდეგ კი წალენჯიხელებს სძლიეს, 6 : 0 მოუგეს და დამაჯერებლად გადავიდნენ შეჯიბრის საფინალო ეტაპზე, რომელიც ნოემბრის თვეში თბილისში გაიმართება.
 ოზურგეთელებმა გუნდური თამაში და დიდი შემართება აჩვენეს, ტექნიკურ მხარესთან ერთად და შედეგიც ლოგიკური დადგა.
 გუნდი ,, ნიკეა” შეჯიბრისთბის მწვრთნელებმა მიხეილ ღლონტმა და ლაშა ანთაძემ მოამზადეს.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share