ევროკავშირი “ღრმად შეშფოთებულია” Nord Stream 1 და 2 მილსადენების დაზიანების გამო, რამაც გამოიწვია გაჟონვა ბალტიის ზღვის საერთაშორისო წყლებში. ევროკავში მას “განზრახ ქმედებას” უწოდებს.
“ყველა არსებული ინფორმაცია მიუთითებს იმაზე, რომ ეს გაჟონვა არის მიზანმიმართული მოქმედების შედეგი”, – თქვა ოთხშაბათს ბლოკის საგარეო პოლიტიკის უფროსმა ჯოზეფ ბორელმა.
მისი განცხადებით, ევროკავშირი მხარს დაუჭერს ნებისმიერ გამოძიებას, რომლის მიზანიც იქნება გარკვევა, თუ რა მოხდა და რატომ. ბორელმა თქვა, რომ გაიზრდება ენერგეტიკული უსაფრთხოების კუთხით ძალისხმევა.
ცნობისთვის, გუშინ ლტიის ზღვის ქვეშ მდებარე Nord Stream 1-ისა და Nord Stream 2-ის მილსადენებში გაჟონვა მოხდა.