ოზურგეთში მეოცე საუკუნის დასაწყისში იყო მღვდელი დიომიდე შილაკაძე, რომელიც დღისით წირავდა, ღამით კი გურიის კომიტეტის დავალებებს ასრულებდა, ტერორისტულ აქტებს აწყობდა. მიტინგებსა და კრებებზე გამოსვლისას ის ხალხს მოუწოდებდა შეიარაღებული აჯანყებისაკენ და დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნისაკენ.
,,დიომიდე შილაკაძე მართალია რომ მღვდელი იყო, მაგრამ როდესაც დაიწყო ძველი მეფის ჩამოგდებაზედ პოლიტიკური მუშაობა დიომიდემ… მღვდლის ფორმა გაიძრო და ღობეზედ მიაკიდა. იბრძოდა მხოლოთ რომე ჩაგრული ხალხის განთავისუფლებაზედ…” წერდა აპოლონ გუნთაიშვილი საკუთარ დღიურებში.
შილაკაძე ყოველ გამოსვლას ასეთი სიტყვებით ამთავრებდა – რესპუბლიკავ, თავს გავსწირავ შენი გულისთვის! ის ერთადერთი მღვდელი იყო, ვინც აკრძალვის მიუხედავად ისევ ქართულად წირავდა.
გადმოცემის თანახმად, როცა ოზურგეთში კაზაკების სადამსჯელო ჯარი შევიდა, შილაკაძე ღვთისმშობლის მიძინების ხის ეკლესიაში წირვას აღავლენდა. რუსებმა ეკლესიას ცეცხლი წაუკიდეს, მაგრამ მიუხედავად ამისა შილაკაძე ისევ განაგრძობდა თურმე წირვას და ის ძლივს გამოიყვანეს გარეთ. საბოლოოდ შილაკაძე დააპატიმრეს და ის 1910 წელს ოზურგეთის ციხეში გარდაიცვალა. ხის ეკლესიის ადგილას მოგვიანებით ახალი ეკლესია ააშენეს.
ფოტო ოზურგეთის ისტორიული მუზეუმიდან.
გურიის რესპუბლიკა
ფოტოს და მასალას დიომიდე შილაკაძის შესახებ ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი. გოჩა შილაკაძე, საკუთარ ფეისბუკ გვერდზე აქვეყნებს, რომელიც,სხვათაშორის, დიომიდე შილაკაძის შვილთაშვილია.