ლუგანსკის სეპარატისტი ლიდერი ვლადიმერ პუტინს ე.წ. „რესპუბლიკის“ რუსეთთან შეერთების თხოვნით მიმართავს

ე.წ. „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელი” ლეონიდ პასეჩნიკი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მიმართავს, ე.წ. რესპუბლიკის რუსეთის ფედერაციასთან შეერთება განიხილოს.

„ძვირფასო ვლადიმერ ვლადიმერის ძევ, გწერთ ლუგანსკის ოლქის ხალხის სახელით! რეფერენდუმზე რესპუბლიკის მოსახლეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით, გთხოვთ, განიხილოთ ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში, როგორც რუსეთის ფედერაციის სუბიექტის, შესვლის საკითხი,”- აღნიშნულია პასეჩნიკის მიმართვაში.

მანამდე, ლუგანსკის ოლქის, ე.წ. „ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ” განაცხადა, რომ „ხმების” 100%-ით დათვლის შედეგების თანახმად, „რესპუბლიკის” მოსახლეობის 98.42%-მა ხმა რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანების სასარგებლოდ მისცა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share