ამერიკელი რეპერი Coolio, 59 წლის ასაკში გარდაიცვალა

Gangsta”s Paradise-ის შემსრულებელი, ცნობილი რეპერი Coolio, 59 წლის ასაკში გარდაიცვალა. უცხოური მედიის ინფორმაციით, მომღერალი ლოს-ანჯელესში, საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.

მისი კარიერა 80-იან წლებში დაიწყო და პოპულარობა ანდერგრაუნდ სცენაზე მოიპოვა.

Fantastic Voyage იყო პირველი სიმღერა, რომელმაც მას პოპულარობა მოუტანა, თუმცა ქულიოს ყველაზე პოპულარული ჰიტი ალბათ მაინც Gangsta”s Paradise იყო, რომლისთვისაც მან 1996 წელს “გრემის” მუსიკალური ჯილდო მიიღო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share