ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოცქსელში წერს:
„რა მაგის პასუხია და, აფხაზებო, ოსებო, ნახევარი რუსეთის დეზერტირები ქართულ პასპორტს იღებენ და აწი თქვენ გადაირჩინეთ თავი, კიდევ ვერ ხვდებით, რომ არამარტო ქართველთა, თქვენი გენოციდიც რუსების მიზანი იყო და არის და სწორედ ახლა საბოლოოდ მოგითავებენ ხელს და იკუნტრუშებენ მერე უჩვენოდ, უთქვენოდ, მაგ ერთ დროს დალოცვილ მიწებზე. რაც მთავარია, ის არ დაგვავიწყდეს, რომ შვილების თაობას ერთმანეთისთვის ცუდი სიტყვაც კი არ უთქვამთ, მათ მხოლოდ მეგობრობის ისტორია შეუძლიათ რომ შექმნან. მათი თავისუფლებისთვის, მიუხედავად უმძიმესი ჭრილობებისა, რაც ერთმანეთს მივაყენეთ, შერიგება ნამდვილად ღირს.“