უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის წარმომადგენელმა, სვეტლანა მუსიიაკამ “ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ სიაში არიან საქართველოს მოქალაქეებიც, მათ შორის, “ქართული ოცნების” დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი. ის განმარტავს, რომ სიაში ყოფნა არ ნიშნავს იმას, რომ პირი აუცილებლად იქნება სანქცირებული.
მუსიიაკის ორგანიზაცია ერთ-ერთია მათ შორის, რომლებიც უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სასანქციო სიის შემუშავების პროცესში მონაწილეობენ.
“მე შევხედე უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტის საბოლოო გადაწყვეტილებებს სანქციებთან დაკავშირებით და ისინი არ ეხება საქართველოს მოქალაქეებს, ანუ სანქციები არ არის დაწესებული საქართველოს მოქალაქეებზე და შეიძლება არც დაწესდეს, თუმცა კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ფართო სიაში არიან საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის, არის ივანიშვილი და მასთან დაკავშირებული რამდენიმე სხვა ადამიანი, მაგრამ, კიდევ ერთხელ განვმეორდები და ვიტყვი, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის ან მისი ახლო გარემოცვა აუცილებლად იქნება სანქცირებული. ეს მხოლოდ წინასწარი ვარაუდია”, – აღნიშნა სვეტლანა მუსიიაკამ “ინტერპრესნიუსთან”.მისი განმარტებით, ამ დორისთვის სასანქციო სიაში, მსოფლიოს მასშტაბით, 19 ათასამდე ადამიანია შეყვანილი, თუმცა სამართლებრივი პროცედრუების გავლის შემდეგ ის შეიცვლება.