ცოტ ხნის წინ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში, რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს მუსულმანები და ქრისტიანები დაუპირისპირდნენ. დაშავდა ორი ადამიანი, მათშორის ერთი არასრულწლოვანი, 17 წლის ბიჭი, რომელსაც ჩხუბის დროს ქვა თავის არეში მოხვდა. ორივე დაშავებული კლინიკა “მამქოლში” გადაიყვანეს, მოხდა ჭრილობის დამუშავება, ახალგაზრდას თავზე ნაკერები დაადეს.
“გურიის მომბესთან ” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი კუჭავამ განაცხადა რომ, კომლიქტი განიმუხტა და მოლაპარაკებები ხვალ გაგრძელდება.
“ამ დროისთვის სიმშვიდეა, კომფლიქტი განიმუხტა. დაშავებულია ორი ახალგაზრდა, მათგან ერთი არის არასრულწლოვანი, 17 წლის.ჩვენ მუდმივად ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს, მაგრამ სამწუხაროა რაც მოხდა. მე მოვინახულე კლინიკაში დაშავებულები. სტაბილურად არიან, არაფერია საშისი და საგანგაშო. ხვალ გავაგრძელებთ თემასთან დაკავშირებით კოორდინირებულ მოლაპარაკებებს.”- განაცხადა კუჭავამ.