ხვალ, 30 სექტემბერს პუტინი ხელს მოაწერს შეთანხმებებს ანექსირებული ტერიტორიების რუსეთის ფედერაციასთან შეერთების შესახებ. ამის შესახებ განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.
პესკოვის თქმით, ხელმოწერის ცერემონია ხვალ, მოსკოვის დროით 15:00 საათზე გაიმართება.
მისი განცხადებით, ხელშეკრულებები გაფორმდება “ოთხივე ტერიტორიასთან, რომლებმაც რეფერენდუმები ჩაატარეს და რუსულ მხარეს თხოვნით მიმართეს”.
“ხვალ გეორგიევსკის დარბაზში, 15:00 საათზე გაიმართება რუსეთის ფედერაციაში ახალი ტერიტორიების შესვლის შესახებ შეთანხმებების ხელმოწერა. იქნება პუტინის მოცულობითი გამოსვლა”, – განაცხადა პესკოვმა.
კრემლში ამბობენ, რომ ცერემონიის შემდეგ ვლადიმერ პუტინი სიტყვით გამოვა და მოსკოვის მიერ დანიშნულ ე.წ. ხელმძღვანელებს შეხვდება.