„დაიბრუნეთ აფხაზეთი, ახლა არის მომენტი, როცა რუსეთი ძალიან დასუსტდა“ – ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„პირველ რიგში მე ვეტყოდი აფხაზ ხალხს, რომ დაბრუნდნენ საქართველოში და ვეტყვი საქართველოს: დაიბრუნეთ აფხაზეთი, ახლა არის მომენტი, როცა რუსეთი ძალიან დასუსტდა. რა თქმა უნდა ეს თქვენი საქმეა, მაგრამ ეს თქვენი ტერიტორიაა და ვფიქრობ, რომ ყველა ქართველისთვის ღირსების საკითხია, რომ ის ტერიტორიები, რომლებიც რუსეთმა საქართველოს მოგლიჯა, დაიბრუნოს. აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა“, – განაცხადა გონჩარენკომ.