ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში კულტურის დამსახურებული მოღვაწის, ლოტბარის, ქართული ხალხური (გურული) სიმღერების გამორჩეული შემსრულებლის, ღირსების ორდენის კავალერის, ხელოვნების ქურუმის – ტრისტან სიხარულიძის ვარსკვლავი გაიხსნა.
ცერემონიალს გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
ტრისტან სიხარულიძე ქართული ხალხური სიმღერის გამორჩეული შემსრულებელი და შეუდარებელი იმპროვიზატორია. მან მოიძია და აღადგინა არაერთი გურული სიმღერა. იგი მრავალი ადგილობრივი და საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატია.